service-alt

კონსალტინგი

პროექტები

ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება, HR პროცესების გამართვა, სატრენინგო სისტემის შემქნა, მომსახურების ხარისხის მისტიური კვლევა.

service-alt

კორპორატიული

კლიენტებისთვის

სამუშაო გარემოს ანალიზი; შიდა ბიზნეს პროცესების და პროცედურების გააზრება; სატრენინგო მოდულების მორგება; ტესტირება; გაშვება. 

service-alt

პრაქტიკული

ვორქშოფები

დისკუსია, ინტერაქტივი, ტესტი, პრაქტიკული პრეზენტაციები, შესატყვისი და თანამედროვე ბიზნეს ქეისები.

service-alt

პროფესიონალი

ტრენერები

სხვადასხვა პროფესიის მოქმედი მენეჯერები, წამყვან ორგანიზაციებში მუშაობის დიდი პრაქტიკული გამოცდილებით.

ჩვენი გუნდი

კურსების შესახებ

ჩვენ გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ პროგრამებს, რომელიც დაგეხმარებათ დაიწყოთ კარიერა როგორც ნულიდან, ასევე, გააუმჯობესოთ მიღწეული  კარიერული შედეგები. პროგრამა საშუალებას გაძლევთ პრაქტიკულად ჩაერთოთ სამუშო პროცესებში, გაანალიზოთ თითოეული დავალების შინაარსი და იზრუნოთ მათ ეფქტურად გადაჭრაზე. სასწავლო მეთოდები გამოცდილია დროში და ერგება ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ სამუშაო აღწერილობას.

თითოეული ვორქშოფის დასასრულს, თქვენ წარადგენთ მცირე პროექტს  და ასევე, ჩვენ გთავაზობთ ტესტირებას, რომელიც შედგენილია განვლილი მასალის შესაბამისად და მოიცას ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, რაც განხილული იყო ტრენინგის მსვლელობის პროცესში. როცა თქვენ, წარმატებით გადალახავთ დასახულ ზღვარს, მიიღებთ ორენოვან სერთიფიკატს, რომელიც  ნამდვილი გარანტიაა იმისა, რომ თქვენ ჩვენგან მიგაქვთ ის ცოდნა, რაშიც დააბანდეთ მცირე კაპიტალი.

ყოველ სესიაზე თქვენ გადმოგეცემათ შესაბამისი დამხმარე მასალები, რომლებიც ატარებს არა მარტო კონსპექტის ხასიათს, არამედ ისინი თავის მხრივ წარმოადგენენ მზა სამუშაო შაბლონებს, რომელიც გატესტილია სამუშაო პროცესებში და შეგიძლიათ თავადაც გამოიყენოთ სამსახურში. მეტი ინტერესისთვის, ჩვენ ასევე ვიზრუნებთ, რომ თქვენ თავად შექმნათ ეფექტური სამუშაო დოკუმენტაცია.

ტრენინგების გავლის შემდეგ, ჩვენ მუდმივად მზად ვართ დავეხმაროთ მსმენელს – სამუშაო პროცესში წარმოქნილი სირთულეების დაძლევაში. ეს შეეხება პროცედურულ, თუ ტექნიკურ საკითხებს.  მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები  ელ-ფოსტაზე – info@roigroup.ge, ჩვენ მას გავაანალიზებთ და შემოგთავაზებთ რჩევას, საკითხის გონივრული გადაწყვეტისთვის.

ტრენინგების გრაფიკი

საინტერესო საკითხავი

26
იან 2023

0

თანამშრომელთა მოტივაცია

ბიზნესსამყაროში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თანამშრომლისათვის საუკეთესო ჯილდო ფულია. რა თქმა უნდა, ფულის საშუალებით თანამშრომლის ნაშრომის მიმართ მოწონების გამოხატვა მიზანშეწონილია,...

27
მაი 2022

0
ვებ გვერდების დამზადება

ვებ გვერდების დამზადება

ვებ გვერდების დამზადება ვებ გვერდების დამზადება,  ციფრულ სამყაროში ბიზნესის კეთება ვებ გვერდის გარეშე წარმოუდგენელია. მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი იყენებს სხვადასხვა...