ჩვენს შესახებ

ROI – ეს არის საკონსულტაციო და პრაქტიკული ტრენინგების ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია 17 წლიან სამუშაო გამოცდილებაზე და პრაქტიკოს მენეჯერებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირო მიმართულებას, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქმიანობის სწორად წარმართვისთვის. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია მსმენელი დავაინტერესოდ იმ საკითხების პრაქტიკული შესწავლით, რომელიც მოიცავს ბიზნესის მართვის როგორც ტექნიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მხარეს. ვეხმარებით მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირებაში და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაში.

 

 

ჩვენი მისია

მიზანი

გავაუმჯობესოთ და მივუახლოვოთ მსმენელის საბაზისო ცოდნა, მოთხოვნილ სამსახურეობრივ სამუშაო აღწერილობას, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. შევუქმნათ მათ ისეთი პლატფორმა, რომლის მიხედვითაც მსმენელი შეძლებს დაიწყოს სამსახური, ან გადადგას მნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯი, კარიერული წინსვლისთვის. 

ამოცანა

რეალობაში შესასრულებელ დავალებებთან მიმართებაში, ტრენინგები იყოს ზედმიწევნით პრაქტიკული და შესატყვისი. აუცილებლად უნდა  პასუხობდეს იმ ამოცანებს და გამოწვევებს, რომლებიც გვხვდება რეალურ დროში,  ყოველდღიურ სამსახურეობრივ საქმიანობაში.

უპირატესობა

გონივრულ ვადაში, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით შევასწავლით მსმენელს – როგორ გახდეს წარმატებული მენეჯერი ყველაზე მოთხოვნადი პოზიციებისთვის, როგორიცაა – გაყიდვები, შესყიდვები, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ. ჩვენ გვაქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება და ამ გამოცდილების 100%-ს გაგიზიარებთ ჩვენი ვორქშოპების მეშვეობით.

რას ამბობენ ჩვენზე

ჩვენი კომპანია გაიზარდა სწრაფი ტემპით და დაემატა ორი სხვადასხვა მიმართულების შვილობილი კომპანია, რამაც საჭირო გახადა ორგანიზაციული სტრუქტურის და სამუშაო პროცესების სრულყოფა. როი ჯგუფის დახმარებით, ჩვენ ეფექტურად გადავჭერით დასმული ამოცანა და დღეს კომპანიაში გვაქვს ჯანსაღი სამუშაო გარემო, რაც ძალიან მახარებს.
author-img - დიმიტრი ქართველიშვილი
დირექტორი, კომტეკი
ტრენინგის ეფექტურობის შესახებ – პერსონალის გამოკითხვამ, გვაჩვენა კმაყოფილების მაღალი დონე. ჩვენ ძალიან მოგვწონს ასეთი გახსნილი და თავისუფალი მიდგომები.
author-img - ხატია ტყებუჩავა
მარკეტინგის მენეჯერი, ბეკო
როი ჯგუფის შესახებ გავიგე მეგობრის რეკომენდაციის შემდეგ და ვითანამშრომლეთ მომსახურების ხარისხის მისტიური კვლევის მიმართულებით. ჩვენმა მოლოდინმა გაამართლა – მუშაობის მაღალი სტანდარტი და სასურველი შედეგი. მადლობა როი ჯგუფს.

.

author-img - ირაკლი აბაშიძე
გაყიდვების ხელმძღვანელი, ინოტექი
საინტერესო და მეტად საჭირო ტრენინგები იყო. გაყიდვებში – ქართულ რეალობასთან სრულად შესატყვისი, პოზიტიური და ინტერაქტიული.
author-img - ოლიკო ქიზირია
ბრენდ მენეჯერი, თაჩი
ამ ტრენინგებით, ჩვენ დავამკვიდრეთ კლიენტებთან ურთიერთობის და მომსახურების მაღალი სტანდარტები. აშკარად ჩანს პერსონალის გაზრდილი მოტივაციის დონე და მზაობა, გაყიდვების გაუმჯობესებისკენ.
author-img - ოლგა მატვეევა
დირექტორის მოადგილე, ვესტელი

კორპორატიული კლიენტები