17
აპრ

0
Why Communication Is So Important for Leaders

რატომ არის კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ლიდერობაში?

ეფექტური კომუნიკაციის, როგორც ორმხრივი გზის აღნიშვნა, მოძველებულია. კომუნიკაცია გაცილებით რთული პროცესია და ეს ყველა დონის ლიდერებმა საჭიროა იცოდნენ. ის გაცილებით დიდ პროცესია, ვიდრე ინფორმაციის გაგზავნის და მიღების მექანიკა.

აი რამდენიმე რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ ლიდერმა კომუნიიკაციასთან დაკავშირებით:

რატომ არის კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ლიდერობაში?

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომუნიკაცია ლიდერობის ძირითადი ფუნქციაა და კარგი ლიდერის ძირითადი მახასიათებელი. ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური ლიდერობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ლიდერები უნდა იყვნენ მარჯვე კომუნიკატორები ორგანიზაციულ დონეზე, საზოგადოებებსა და ჯგუფებში, ზოგჯერ გლობალური მასშტაბით უამრავ ურთიერთობებში.

თქვენ უნდა იფიქროთ ცხადად, გამოხატოთ იდეები და გაუზიაროთ ინფორმაცია სხვადასხვა აუდიტორიას. თქვენ უნდა ისწავლოთ ინფორმაციის სწრაფ ნაკადთან გამკლავება ორგანიზაციაში, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გავლენის მქონე სხვა პირებთან.

3 ფაქტი კომუნიკაციის შესახებ ლიდერებისთვის:

  1. აუთენტურობა ბევრს ნიშნავს. იყავით პირდაპირი და გულწრფელი. იპოვეთ საკუთარი ხმა; შეეშვით კორპორატიული მეტყველების გამოყენებას ან ისეთი ხმით საუბარს, როგორიც არ ხართ. მიეცით საშუალება, თქვენი კომუნიკაციის მეშვეობით გამოჩნდეს ის, ვინც ხართ, საიდანაც მოდიხართ და რასაც აფასებთ. ადამიანები პატივს სცემენ და მიჰყვებიან აუთენტურ ლიდერს. ასე რომ დაივიწყეთ მჭევრმეტყველება – იფიქრეთ იმაზე, რომ იყოთ ნამდვილი. ნუ შენიღბავთ იმას, ვინც სინამდვილეში ხართ. ადამიანები საკუთარი სურვილით არასდროს გაჰყვებიან იმას, ვინც არა აუთენტურად მიაჩნიათ.
  2. ხილვადობა კომუნიკაციის ფორმა. თუ კარგი კომუნიკაციის დამყარება გსურთ, ნუ გაქრებით მხედველობის არიდან. ნუ გახდებით ცნობილი მხოლოდ ელ-ფოსტების და ოფიციალური წერილების საშუალებით. იყავით წარმოდგენილი, ხილული და ხელმისაწვდომი. „იქ“ ყოფნა თანმიმდევრულად და გეგმიურად დანარჩენებს აჩვენებს თუ როგორი ლიდერი ხართ. ადამიანებმა უნდა დაგინახონ და შეიგრძნონ თუ ვინ ხართ იმისთვის, რომ თავი იგრძნონ დაკავშირებულად იმ საქმესთან, რაც გსურთ რომ მათ გააკეთონ. იპოვეთ თქვენი დაინტერესებული მხარეების ყველა ჯგუფთან ურთიერთობის გზები.
  3. მოსმენა ძლიერი უნარია. კარგი კომუნიკატორები ასევე კარგი მსმენელებიც არიან. როდესაც კარგად უსმენთ, თქვენ ნათლად იგებთ მეორე პიროვნების ხედვასა და ცოდნას. მოსმენა ზრდის ნდობას, პატივისცემასა და გახსნილობას. აქტიური მოსმენა სხვების სწავლების ძირითადი ნაწილია. ასე რომ, მიეცით ხალხს საშუალება, წამოჭრან თავისი წუხილები და უკმაყოფილებები. დასვით შეკითხვები, რომლებიც ხსნის იმას, რასაც ადამიანები ფიქრობენ და გრძნობენ სინამდვილეში. პატივისცემით მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც ითქვა და რაც არ თქმულა.

5 რჩევა ლიდერებისთვის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის:

  1. მოახდინეთ კომუნიკაცია უწყეტად. მოახდინეთ ინფორმაციის, აზრებისა და იდეების კომუნიკაცია მკაფიოდ და ხშირად, სხვადასხვა არხებით. შეინარჩუნეთ პროცესები ღიად და გამჭვირვალედ და იპოვეთ გზები თქვენი გუნდის ან ორგანიზაციის კომუნიკაციის გზის მოწესრიგებაში. უკუაგდეთ განცალკევებულობისა და ამპარტავნების ყველა ელემენტი და დაუთმეთ დრო თქვენს ხალხს.
  2. გაამარტივეთ და იყავით პირდაპირი. თქვით ის, რასაც გულისხმობთ. იყავით პირდაპირი. არ დაიმალოთ სირთულის მიღმა ან არ დააგროვოთ უამრავი ინფორმაცია. მარტივი კომუნიკაცია შეიძლება იყოს ჭკვიანური კომუნიკაცია.
  3. მოუსმინეთ და წაახალისეთ ინფორმაციის მოწოდება. გააკეთეთ პაუზა. მიიღეთ სიჩუმე. წაახალისეთ სხვა ადამიანი, შემოგთავაზოთ იდეები და გადაწყვეტილებები სანამ თქვენ მისცემთ თქვენსას. დაუთმეთ 80% მოსმენას და 20% საუბარს. და დაინტერესების და პატივისცემის გამოხატვით თქვენი კოლეგები დაგეხმარებიან ემოციური კავშირის დამყარებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია ლიდერობაში. აგრძნობინეთ გუნდის წევრებს, რომ ისინი ღირებულნი არიან, აჩვენეთ ემპათია და შექმენით ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ეს აჩვენებს იმათ, ვისაც ხელმძღვანელობთ, რომ ზრუნავთ როგორც მათზე, ისე ორგანიზაციაზე.
  4. მოახდინეთ ილუსტრირება ამბების მოყოლით. როდესაც კარგ ამბავს ჰყვებით, თქვენ აცოცხლებთ ხედვას, მიზანს ან ამოცანას. კარგი ამბების მოყოლა აყალიბებს ნდობას, იპყრობს გულებსა და გონებას და მოქმედებს როგორც ხედვის შეხსენება. ამასთან, ადამიანებისთვის უფრო ადვილია ამბის გამეორება ან გამოსახულების ან ციტატის აღქმა, ვიდრე განაცხადს ხედვაზე, სტრატეგიის შემადგენელ დოკუმენტზე ან პროექტის გეგმაზე საუბარი.
  5. განამტკიცეთ მოქმედებებით. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური ლიდერები ეუფლებიან ენის ხელოვნებას და ხელობას, გარკვევით საუბრობენ და წარმოაჩენენ ლოგიკურ და დამაჯერებელ არგუმენტებს, გამოცდილმა ლიდერებმა ასევე იციან, რომ კომუნიკაცია უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სიტყვები. თუ ადამიანები თქვენგან ერთ რამეს ისმენენ და მეორეს ხედავენ, თქვენი სანდოობა იკარგება. ადამიანები უნდა გენდობოდნენ. თქვენი ქცევა და ქმედებები ახდენს ინფორმაციის მთელი სამყაროს კომუნიკაციას, ასე რომ კარგად გაითვალისწინეთ შეტყობინებები, რომლებსაც აგზავნით მაშინ, როდესაც არაფერს არ ამბობთ.

ლიდერები კომუნიკაციას ამყარებენ ქმედებებით და დამოკიდებულებითაც.

ძალიან ელემენტარულ დონეზე, კომუნიკაცია არის მნიშვნელობის გადაცემა გამგზავნსა და მიმღებს შორის. მაგრამ გააცნობიერეთ, რომ თქვენი დამოკიდებულება და ქმედებები დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ვერბალურ და წერილობით შეტყობინებებს. თქვენი საქციელი ხალხს აძლევს ინფორმაციას თქვენი განწყობის, მოსაზრების ან ხასიათის შესახებ – განურჩევლად თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვებისა.

კომუნიკაციამ შეიძლება გაამჟღავნოს ლიდერის აუთენტურობა, გულწრფელობა და ლიდერის ხასიათის პრაქტიკულად ყველა სხვა ასპექტი. როდესაც ლიდერი მხოლოდ საუბრობს და ყოველგვარი არსის გარეშე, ადამიანები ამას ხედავენ ოფიციალური შეტყობინების მიღმა.

მაშ, რას ამბობს ლიდერის კომუნიკაციის სტილი მის ხასიათზე? გაითვალისწინეთ, რას აკეთებენ ეფექტური ლიდერები კომუნიკაციისას. ისინი:

  • კარგად უმკლადებიან რეზისტენტულ აუდიტორიას;
  • უსმენენ პიროვნებებს ორგანიზაციის ყველა დონეზე;
  • ახდენენ პირდაპირი და ღია დისკუსიის წახალისებას;
  • იწყებენ რთულ, მაგრამ საჭირო საუბრებს;
  • არიან მკაფიონი მოლოდინებთან დაკავშირებით და სვამენ კარგ შეკითხვებს; და
  • სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე სხვებსაც რთავენ.

ასე რომ, უკეთესი ლიდერული კომუნიკაციისთვის, იფიქრეთ არა მხოლოდ თქვენს სიტყვებზე, არამედ თქვენს დამოკიდებულებასა და ქმედებებზეც. ეს დიდ სხვაობას შექმნის თქვენი ხალხისთვის და თქვენი ორგანიზაციისთვისაც.

 

წყარო: ccl.org

თარგმანი: დავით ბარბაქაძის

კომენტარები