30
აპრ

0

კარგი ლიდერის თვისებები: რჩევები ახალი მენეჯერებისთვის

მენეჯმენტი ადვილი არ არის. ასობით ხელმისაწვდომი რესურსის არსებობის პირობებშიც კი, მენეჯმენტის როლში პირველი ნაბიჯის გადადგმისას, შეიძლება თავი ისე იგრძნოთ, როგორც თვითმფრინავიდან გადახტომას, მაშინაც კი, თუ თქვენ ზურგზე პარაშუტი გაქვთ მიმაგრებული.

მოულოდნელად თქვენ ხართ პასუხისმგებელი ადამიანების გუნდის კეთილდღეობაზე, შედეგსა და წარმატებაზე და თქვენ ხართ ის, ვისაც მიუტრიალდებიან, თუ რამე არასწორად წავა. რაც შეიძლება შიშის მომგვრელი ცვლილება იყოს, თუკი თქვენ ხართ შეჩვეული ვინმეს სხვას მიმართოთ პასუხებისთვის.

ახალ თანამდებობაზე მორგებას დრო სჭირდება, განსაკუთრებით, როდესაც პირველად ხართ მენეჯერად დანიშნული, მარტივია გადაიტვირთოთ.

კარგი მენეჯერის თვისებები

ჩვენ გამოვარჩიეთ კარგი მენეჯერის ოთხი ძირითადი მახასიათებელი (და რამოდენიმე თავიდან ასაცილებელი), ზოგიერთ გამოცდილ ლიდერს ვთხოვეთ ახალი მენეჯერებისთვის საუკეთესო რჩევების მიცემა და ჩამოვთვალეთ პერსონალური განვითარების რამდენიმე ვარიანტი, რომელიც დაგეხმარებათ დაეწყოთ და განვითარდეთ თქვენს ახალ როლში.

თანამშრომლობითი

თანამშრომლობითი გარემოს შექმნა, სადაც ყველა გრძნობს, რომ მას უსმენენ, პატივს სცემენ და აფასებენ, საკვანძო ნაბიჯია ახალი მენეჯერებისთვის. გუნდის ყოლა, რომელიც ერთად მუშაობს, ქმნის უფრო კეთილმოსურნე, დახმარებაზე ორიენტირებულ კომპანიის კულტურას. როგორც მენეჯერმა, თქვენ შეგიძლიათ ეს წაახალისოთ თქვენი საქმისადმი ენთუზიაზმისა და პოზიტივიზმის გამოვლენით, ასევე კომპანიის კულტურის განსახიერებით.

სამერ სალომონსენი, Grovo-ს ყოფილი მთავარი სწავლების ოფიცერი, გვთავაზობს დავალებების დელეგირებას, კომუნიკაციისა და უკუკავშრის წახალისებას რეგულარული ერთი ერთზე შეხვედრების გზით და გუნდში ურთიერთპატივისცემისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

ზრდაზე ორიენტირებული

როგორც მენეჯერმა, ყურადღება გაამახვილეთ თქვენი თანამშრომლების პროგრესირებაზე – ინდივიდუალურად და კოლექტიურად. გაიცანით თქვენი თანამშრომლები პირად დონეზე, რათა მათ დაეხმაროთ მათ ინტერესების და ტალანტების გამოყენებაში. იპოვნეთ რა მუშაობს – რა არ მუშაობს და იმუშავეთ დაბრკოლებების ამოცნობასა და მოცილებაზე, რათა თქვენმა თანამშრომლებმა გააკეთონ თავისი მაქსიმუმი.

უილ ესდეილი, Homebase-ის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი გთავაზობს, რომ მენეჯერებს „ უნდა ჰქონდეთ განვითარების მიზანი, რომელიც არ ეხება ბიზნესს. გქონდეთ ერთი მიზანი, რომელიც ორიენტირებულია თქვენი გუნდის პიროვნების (ან ადამიანების) განვითარებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიზნესის შედეგთან. ეს შეიძლება იყოს თავდაჯერებულობის განვითარება დიდ ჯგუფში სამუშაოს გაზიარებით, ან ახალი ენის შესწავლა.“

შესანიშნავი კომუნკატორი

კომუნიკაცია თითქმის ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა, რასაც ვაკეთებთ, როგორც ადამიანები, და გარკვევით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია მენეჯერისთვის. თქვენ უნდა დაუსახოთ მკაფიო მოლოდინები თქვენს თანამშრომლებს, იყოთ გამჭვირვალე მნიშვნელოვანი თემებისას, და შექმნათ სახელმძღვანელო მითითებები უკუკავშირის გაცემისა და მიღების შესახებ.

სალომონსენმა თქვა, რომ ორიგინალური აზროვნების შთაგონების მიზნით, მენეჯერებმა უნდა შექმნან ინკლუზიური კულტურა, სადაც ყველას შეუძლია გამოთქვას საკუთარი დამოკიდებულება, მოსაზრებები და იდეები. მაგალითის საშუალებით ხელი შეუწყეთ ჭეშმარიტებასა და მოწყვლადობას. ითხოვეთ დახმარება. მიუბრუდით თქვენს გუნდს, როდესაც არ იცით რა უნდა გააკეთოთ. დაიწყეთ საუბარი და იყავით ღია ყველაფრისკენ, საითკენაც ის მიგიყვანთ.

ბიძგზე ორიენტირებული

ყველა თანამშრომელს უნდა იგრძნოს, რომ მას აფასებენ. თუ მათ არ სჯერათ, რომ მათი საქმე გარკვეულწილად ახდენს შედეგზე გავლენას, ისინი არ იქნებიან მოტივირებულნი.

იანივ მასჯედი, Nextiva-ს მთავარი მარკეტინგის ოფიცერი ამბობს, რომ მენეჯერებმა უნდა „დახარჯოს გარკვეული დრო, რათა გაეცნოს გუნდის თითოეული წევრის სიძლიერეს და სად სჭირდებათ მათ დამატებითი მხარდაჭერა. გამოიყენეთ დავალებები, როგორც სასწავლო პროცესი თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის. შემდეგ დაეხმარეთ სადაც საჭიროა და მძლავრად მოახდინეთ დაწოლა, როდესაც შეძლებთ.“

მასჯედი ასევე გირჩევთ გქონდეთ გამეორებითი მიდგომა და განაგრძოთ სწავლა თქვენი გუნდის მხარდამხარ, როდესაც თქვენ გაიზარდეთ როლში. თანამშრომლები დაინახავენ, რომ თქვენ მუშაობთ გაუმჯობესებაზე, რაც მათ შთაგონებას და მოტივაციას აძლევს, უკეთესად იმუშაონ თავიანთი როლებზე.

ქცევები, რასაც უნდა ვერიდოთ

”ახალი მენეჯერებისთვის ძალიან ადვილია, რომ თავიანთი ახალი როლის დაკავებულ საწყის დღეებში ცუდი ჩვევები მიიღონ,” – თქვა სალომონსენმა. ”სწორი მითითებების გარეშე, როგორც წესი, ვხედავთ, რომ ახალი მენეჯერები საერთო ქცევის ხაფანგებში ხვდებიან.“

მან აღნიშნა მენეჯმენტის ექვსი ქცევა, რომელსაც უნდა ვერიდოთ:

  1. უკუკავშირის გაცემა მხოლოდ შესრულების განხილვის, ან პრობლემების გაჩენის დროს;
  2. მიკრომენეჯმენტი, ნაცვლად იმისა, რომ ენდოთ თქვენს გუნდს;
  3. შეკითხვის დასმის ან მიმართვის, გამოხმაურების ან დამოკიდებულების გამოხატვის შეუსრულებლობა;
  4. ჩაკეტილობა კრიტიკის, ან ახალი იდეების მიმართ;
  5. რთული, თუმცა საჭირო საუბრებისთვის თავის არიდება;
  6. ძალიან მაღალი, ან დაბალი მოლოდინების დასახვა, ან გარუკვევლობა თქვენი მიზნების მიმართ.

მენეჯმენტის განვითარების შესაძლებლობები

თქვენ არასდროს არ უნდა იგრძნოთ თავი გზააბნეულად, ან მხარდაჭერის გარეშე ახალი როლის შესრულებისას, განსაკუთრებით ლიდერის როლში. ქემოთ მოყვანილია სამი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ისწავლოთ და გაიზარდოთ თქვენს ახალ თანამდებობაზე.

მენეჯმენტის ტრენინგი

Grovo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მენეჯერების 87 % – მა სურვილი გამოთქვა, რომ მათ ჰქონოდათ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა, როდესაც ისინი პირველად ასრულებდნენ თავიანთ როლს, ხოლო ახალი დანიშნული მენეჯერების თითქმის ნახევარი ფიქრობდა, რომ ისინი არ იყვნენ მზად თავიანთი თანამდებობისთვის.

დანიშვნამდე ყველა კომპანიამ უნდა შესთავაზოს ტრენინგი. თუმცა, სატრენინგო პროგრამების ფასის ან დროის სიმცირის გამო, ბევრი არ ანიჭებს პრიორიტეტს მენეჯმენტის განვითარებას, ისე როგორც საჭიროა. სინამდვილეში, ზოგი ამ სატრენინგო პროგრამებს მხოლოდ უფროს ლიდერებს უტოვებს და სემინარებს სთავაზობს წელიწადში რამდენჯერმე – თქვა სალომონსენმა.

”ეს სესიები შეიძლება კმაყოფილების მომტანი და შთამაგონებელი იყოს, მაგრამ ისინი იშვიათად ახდენენ გავლენას ყოველდღიურ საქმიანობაზე”, – დასძინა მან. ”უფრო მეტიც, ყველა ახალი მენეჯერის მენეჯმენტის სემინარზე გაგზავნა მუშაობის პირველ კვირას, კომპანიების უმეტესობისთვის უკიდურესად ძვირია.”

ვარიანტი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისათვის, შიდა ტრენინგზე გადასვლაა. გამართეთ რამდენიმე სესია სხვა კომპანიის ექსპერტებთან ან მენეჯერებთან, რათა გაეცნოთ საფუძვლებს. ხშირად, მენეჯერის როლზე ხდება თანამშრომლების დაწინაურება, რადგან მათ უკვე იციან კომპანიის სტანდარტები და ის, თუ რას ელოდებიან მათგან.

მიკროსწავლა

მიკროსწავლა ტრენინგის პოპულარული მეთოდია მცირე ბიზნესისათვის. ის არის სწრაფი, ინტენსიური და თანამშრომლობითი. მენეჯერებს შეუძლიათ ისწავლონ ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ, მოკლე დროში, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.

”მიკროსწავლის საშუალებით, როგორც ახალ, ისე გამოცდილ მენეჯერებს შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ ადვილად შესათვისებელ გაკვეთილებთან, რომელიც ფოკუსირებულია იმ კრიტიკულ ქცევაზე, რაც მათ აუცილებლად მაქსიმალურად კარგად უნდა შეასრულონ, მათი ყოველდღიური საქმიანობის მანძილზე.” – თქვა სალომონსენმა. “სწორად შესრულების შემთხვევაში, მიკროსწავლის მიდგომა საშუალებას აძლევს მენეჯერებს სწრაფად შეძლონ ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა და დროთა განმავლობაში თანდათანობით გაიუმჯობესონ ჩვევები და უნარები.”

სწავლის ეს მეთოდი არა მხოლოდ ეფექტური, არამედ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ვრცელი სასწავლო პროგრამები.

მენტორები და სწავლების და განვითარების პარტნიორები

მენტორთან, ან ან სწავლისა და განვითარების პარტნიორთან (L&D) მუშაობას შეუძლია ახალი მენეჯერები მოამზადოს წარმატებისთვის, მათი პირადი მხარდაჭერისა და ექსპერტიზის ცოდნის უზრუნველყოფით.

”თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ყველა ახალ მენეჯერს თავისი განვითარების საკუთარი არე აქვს, თავისი ახალი როლის დასაწყისში.” – თქვა სალომონსენმა. ”მიუხედავად იმისა, სჭირდებათ მათ ინტერპერსონალური უნარის, დროის მართვის უნარის, სტრატეგიული დაგეგმვის უნარის ან ლიდერობის მიდგომის განვითარება, მათ დასჭირდებათ მხარდაჭერა უფროსი კოლეგებისგან… მენეჯმენტის მენტორის ან სწავლების და განვითარების პარტნიორის საწყის ეტაპზე პოვნა ხელს შეუწყობს ძლიერი ფუნდამენტის ჩამოყალიბებას ახალი მენეჯერის საკუთარ როლში განვითარებაში.“

იყავით გახსნილები კოლეგების, მეგობრებისა და პროფესიონალური კავშირების მიმართ და რაც შეიძლება მეტად განავითარეთ ქსელი. როდესაც მუშაობთ ვინმესთან, რომელსაც შეუძლია გზა გიჩვენოთ დაწყების პროცესში, უფრო თავდაჯერებული იქნებით თქვენს როლში.

ბრეტ ჰელინგი, Ridester-ის დამფუძნებელი დასძენს „ყველას სჭირდება მენტორი. იპოვნეთ ვინმე და განიხილეთ მასთან პრობლემები, რომელთა წინაშეც დგახართ. მენტორის, ან ექსპერტის ყოლა საკუთარი თავის ზრდის აშკარა ნიშანია.”

 

  • წყარო: Businessnewsdaily.com
  • თარგმანი: დავით ბარბაქაძის

კომენტარები