
თანამშრომლების მოტივაციის გუგლისეული სტილი
ბედნიერი და მოტივირებული თანამშრომლების შენარჩუნება არის წარმატებული ორგანიზაციის მართვის პირველი ნაბიჯი. გუგლმა მოტივაცია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, შეუქმნა რა საოცნებო სამუშაო ატმოსფერო იმ იღბლიან თანამშრომლებს ვინც მათთან მუშაობს.
2014 წელს, Fortune Magazine და the Great Place to Work Institute-ის მიერ ის არჩეული იქნა როგორც სამუშაოდ საუკეთესო კომპანიას. წლების განმავლობაში გუგლი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას და აი როგორ მუშაობს გუგლის მოტივაციის სისტემა.
1. საოცარი დანამატები და ბენეფიტები
გარდა სტანდარტული ბენეფიტებისა რომელიც აქვს კომპანიების უმეტესობას, გუგლი ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, თანამშრომლებისთვის ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ფინანსური დახმარების შეთავაზებით და ასევე დეკრეტული შვებულების პერიოდში სრული ანაზღაურების შენარჩუნებით 18 კვირის განმავლობაში. ასევე სამართლებლივი ხარჯებისთვის თანამშრომლებს უნაზღაურებენ 5000 აშშ დოლარამდე! დამატებით მათ აქვთ გურმანული სამზარეულო უფასო საუზმით და სადილით რომელიც შეიცავს გემრიელ და ამავდროულად ჯანსაღ საკვებს. ასევე ადგილზე არის ველოსიპედის შეკეთების, ავტომანქანის რეხცვის და ზეთის გამოცვლის სერვისები, სპორტ-დარბაზი, ქიმწმენდა, თმის სტილისტი და ასევე მასაჟის თერაპია სათაო ოფისში. თუ ეს არ არის მონდომებით მუშაობის მასტიმულირებელი, მაშინ რა უნდა იყოს?
2. სამუშაოს თავისუფლება და მოქნილობა
გუგლს არ სჯერა თანამშრომლებისთვის წესების დადგენის პოლიტიკის და აძლევს თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილონ საკუთარი სამუშაო დრო და თუ მათ უნდათ ცოტა დასვენება, ესტუმრონ სპორტ-დარბაზს ან მასაჟის ცენტრს. თანამშრომლებს დროის 20% ასევე ეძლევათ იმისთვის რომ აკეთონ რაც მოსწონთ მანამ სანამ ეს ეთიკური ან კანონიერია და შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ძილსაც. დამატებით, თანამშრომლებს აქვთ თავისუფლება აირჩიონ სასურველი პროექტი რომელზეც უნდათ მუშაობა. ასე რომ არავინ არ არის იძულებული იმუშავოს ისეთ საკითხზე რაც არ მოსწონთ და როდესაც თანამშრომლები ხდებიან დავალების მესაკუთრეები და მათ შესასრულებლად მუშაობენ თავისი უნიკალური გზით ეს იწვევს დიდ კრეატულობას. დრეს კოდიც ასევე ძალიან მოშვებულია, რაც დამატებითი ფსიქოლოგიური ბენეფიტია გუგლში სამუშაოდ.
3. ხმა და ღირებულება
გუგლი არის დემოკრატიული კომპანია და აქ თანამშრომლებს აქვთ ხმა და ღირებულება. ყოველ პარასკევს არის თანამშრომლების ფორუმი სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა. ასევე არის რამოდენიმე კომუნიკაციის არხი სადაც გუგლის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც კი შეიძლება. ტარდება პერიოდული გამოკითხვები Googlegeist მეშვეობით სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ თავისი წუხილის და პრობლემის გამოხატვა. ამ ყველაფერთან ერთად, თანამშრომლებს ხშირად ეკითხებიან საკუთარ მენეჯერებთან დაკავშირებით. უკუკავშირზე დაყრდნობით, ხელმძღვანელებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი რათა უკეთესად იმუშავონ და შესაბამისად მათი თანამშრომლები უფრო მოტივირებულები და პროდუქტიულები ხდებიან.
4. შთამაგონებელი სამუშაო შეხამებული გართობასთან
თანამშრომლებში მოტივაციის ნაკლებობის ერთერთი მიზეზი არის მონოტორული, უინტერესო სამუშაო, ზრდის ნაკლები ან ნულოვანი შესაძლებლობით. თუმცა გუგლში ყველაფერი პირიქითაა. მათ აქვთ 80-20 წესი, სადაც პროექტების 20% შეიძლება აირჩეს თანამშრომლის პირადი ინტერესებიდან. მაგალითად ერთერთ თანამშრომელს, სახელად ჩადე-მენტ ტანს უნდოდა ემუშავა მსოფლიო მშვიდობის მიმართულებით. ის მუშაობდა რათა შეექმნა მიმართულება მზრუნველობაზე რომელიც გახდა ძალიან წარმატებული და ასევე გახდა დიდი ჰიტი გუგლში. ის გახდა ბესტსელერის ავტორი სანამ მუშაობდა გუგლში.
გართობის სამუშაოსთან შეხამება კიდევე ერთი ძირითადი ნაწილია სამუშაო ატმოსფეროსი. რამოდენიმე აქტივობების სექცია თანამშრომლებს ხდის დაკავებულს და ჯანმრთელს მაშინ როდესაც ისინი არ მუშაობენ. რამოდენიმე მათგანი არის პლაჟის ფრენბურთი, კედელზე ცოცვა და ბოულინგი. ასევე არის ოინების ღია სახლი ყოველ პირველ აპრილს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ გაეშაყირონ მსოფლიოს.
წყარო: www.afterburnerseminars.com