მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება

თუ თქვენ გეგმავთ თქვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას, გაქვთ ბაზრის ახალი გამოწვევები, გეგმავთ ახალი ბიზნესის დაწყებას, ბაზარზე ახალი ბრენდის წარდგენას ან კომპანიის რებრენდინგს და ან არ გყავთ მარკეტინგული გუნდი კომპანიის შიგნით ან გინდათ გააძლიეროთ არსებული გუნდი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება.

ჩვენი სერვისები შეგვიძლია დავყოთ ძირითად ხუთ პუნქტად, რომლებიც თქვენი კომპანიის განვითარების ცალკეულ ეტაპზე ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ მიგვაღწევინებს კონკრეტული მაჩვენებლების დანერგვასა და გაუმჯობესებას.

 


Top of Mind

მსოფლიო და საქართველოს შიგნით კვლევებმა ცხადყო, რომ მომხმარებელი სერვისისა თუ პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, აქვს თუ არა ეს პროდუქტი ან სერვისის მიმწოდებელი ქვეცნობიერში პირველ სამეულში თუ ხუთეულში შესაბამისად.

ასე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის შევინარჩუნოთ პროდუქტი ან სერვისის მიმწოდებელი მომხმარებლის ქვეცნობიერში კონკრეტულ ადგილზე (თუ ისინი უკვე იკავებენ გარკვეულ პოზიციას) ან მოვახდინოთ პროდუქტის ბუსტინგი Top of Mind-ში ამ ადგილის დასაკავებლად.

მიზნების მიღწევის გზები მრავალნაირია, თუმცა ინდივიდუალურია თითოეული პროდუქტიდან გამომდინარე და მოიცავს გარკვეული ტიპის სამუშაოს ჩატარებას:

  • ბაზრის სეგმენტაცია კონკრეტული პროდუქტის ჭრილში,
  • მიზნობრივი აუდიტორიის დაზუსტება,
  • სარეკლამო და PR აქტივობა,
  • კამპანიების გენერირება და მართვა. 

Traffic Building & Control

ტრაფიკის გენერირება ანუ პროდუქტის მოკითხვიანობის სიხშირე ყველა კომპანიის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრია, რომლითაც იზომება კომპანიის წარმატება და მისი ზრდის ტემპი, ვინაიდან ის პირდაპირ კავშირშია კომპანიის მიერ თანხების აკუმულირებასა და ბრუნვის მაჩვენებლებთან.

თუმცა ხშირად კომპანიები უშვებენ შეცდომას და უკონტროლოდ ზრდიან მოკითხვიანობას, ხოლო შიდა სტრუქტურის მიხედვით, კომპანია არაა მზად კონკრეტული ტრაფიკის მისაღებად, რაც ზრდის უკმაყოფილო კლიენტების რაოდენობას, რომლებმაც ვერ მიიღეს სასურველი სერვისი და ამის გამო ზარალდება საიმიჯო პარამეტრები.

სწორედ ამიტომ გასატარებელია რიგი სამუშაოები იმისათვის, რომ იქნეს გამოკვლეული კომპანიის შიდა სტრუქტურა და ის მოვიდეს შესაბამისობაში არსებულ ან სასურველ ტრაფიკთან. ტრაფიკის გენერირებისთვის (კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებში) გასატარებელი სამუშაობის მოკლე ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შიდა სტრუქტურული კვლევა,
  • სტოკების კვლევა,
  • ოპტიმალური ტრაფიკის მაჩვენებლის გენერირება,
  • ტრაფიკის გენერაციაზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და იმპლემენტაცია,
  • კამპანიის შუალედური შედეგების მარკერული გადახედვა და კორექცია,
  • კამპანიის დასრულების შემდეგ შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.  

მომხმარებლის ლოიალობა

მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა ასევე წარმოადგენს ყველა კომპანიის ძირითად საზრუნავს, ვინაიდან ყოველი ლოიალური მომხმარებელი არის ბრენდის ამბასადორი, რომელიც არაფორმალურად (Word Of Mouth-ით) ავრცელებს ინფორმაციას კომპანიისა და მისი უპირატესობების შესახებ.

ლოიალური მომხმარებელი კომპანიის მომსახურებით განმეორებით სარგებლობს და არის სტაბილური შემოსავლის გენერატორი კომპანიისთვის. შესაბამისად ლოიალობის გასაზრდელად შესანარჩუნებლად გასატარებელია რიგი მარკეტინგული ღონისძიებებისა:

  • ლოიალობის პროგრამების დანერგვა და ჩაშვება,
  • ლოიალობის ბაზრის მუდმივი გაზომვა და პროგრამის კორექტირება,
  • სოციალური პროექტების დანეგვა და მათ შესახებ მიზნობრივი აუდიტორიის ინფორმირება,
  • სოციალური ქსელის შექმნა ან მართვა,
  • პოტენციური პარტნიორების სტიმულირება,
  • მუდმივი უკუკავშირის პროგრამების ჩაშვება და ნეგატივზე მყისიერი რეაგირება (გამოსწორების და არა „გადაგორების“ მიზნით)

მარკეტინგული ბიუჯეტების ოპტიმიზაცია

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა პირდაპირ არის დაკავშირებული მარკეტინგული ბიუჯეტების ხარჯვასთან. თუმცა ხარჯების ოპტიმიზება შესაძლებელია ბიუჯეტების შედეგებზე ორიენტირების შემთხვევაში. ანუ:

  • მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტი განსაზღვრა (რაც საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ თანხები ჩვენთვის არასასურველ ბაზრის სეგმენტზე კომუნიკაციის შეზღუდვით),
  • მარკეტინგული არხების სწორი და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგება,
  • საკომუნიკაციო არხების წინასწარი ანალიზი,
  • კამპანიის მუდმივი მონიტორინგი,
  • კამპანიის შედეგების სრული ანალიზი და შეცდომების ან გადაცდომების გათვალისწინება შემდგომ კომუნიკაციებში და ა.შ

Trouble Shooting

ხშირად კომპანიების განვითარების გარკვეულ ეტაპებზე კომპანია დგება სიტუაციაში, როდესაც კონკრეტული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კრეატიული და არასტანდარტული მეთოდების შემუშავება და გამოყენება.

ესაა სიტუაცია, როდესაც არცერთი სტანდარტული მარკეტინგული მეთოდის გამოყენებას არ შეუძლია სასურველი შედეგის მოტანა და მოსაფიქრებელია ისეთი გადაწყვეტა, რომელიც სიტუაციის სხვა კუთხიდან დანახვას მოითხოვს.

იმისათვის, რომ ესეთი მეთოდები იქნეს შემუშავებული შესასწავლია კომპანია და ბაზარი, რომელზეც კომპანია ოპერირებს და მოსაძებნია ნიშები. ხშირად საჭირო ხდება კომპანიის ან მისი რომელიმე დეპარტამენტის რეორგანიზება, პროდუქტის შესწავლა, მიწოდების მეთოდების გადახედვა, სხვა კომპანიასთან მჭიდრო პარტნიორობა ან შერწყმაც კი.

ჩვენი კომპანია მზადაა არასტანდარტული გამოწვევებისთვის და ჩვენს მიერ კონკრეტული წარმატებული ქეისების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული მოქმედებები რეალურად გაზმოვადია დროში და შესაძლებელია ეფექტური რეპორტინგის მოწოდება, კომპანიის კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე.

 

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემკვეთი ორგანიზაციის მოცულობიდან და მათი გამოწვევიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.