27
ივლ

0
როი ჯგუფი - ლიდერობის 8 გაკვეთილი

ლიდერობის 8 გაკვეთილი იულიუს კეისრისგან

თუ ოდესმე ყოფილა ყველაზე სახასიათო სამხედრო ლიდერი ისტორიაში, ეს იყო იულიუს კეისარი. სტრატეგიის დასახვის უდავო უნარის მიღმა, რომაელი გენერალი გამოირჩეოდა საკუთარი არმიისთვის ლიდერობის გაკვეთილების ჩატარებით, ვისთვისაც მან იცოდა როგორ გადაეცა თავისი ხედვა და სიბრძნე. მისმა მეომრებმა კეისარს დაუბრუნეს ის რწმენა, რომელიც მას სჭირდებოდა მრავალი გამარჯვებისთვის. მისგან ვიღებთ ამ რვა ღირებულ გაკვეთილს, რომელიც დიდმა ლიდერმა უნდა იცოდეს:

კავშირი თავის ჯარისკაცებთან

რომში გავრცელებული იყო აზრი, რომ კეისარმა იცოდა მის გვერდით მებრძოლი თითოეული ჯარისკაცის სახელი. ეს პირადი კავშირი მას საშუალებას აძლევდა მოეპოვებინა თავისი ჯარის ნდობა. აუცილებელი არ არის ლიდერი იყოს თავისი გუნდის თითოეული წევრის „ძმაკაცი“ ან „დაქალი“, მაგრამ ამ ამბიდან შეიძლება ვისწავლოთ, რომ თანამშრომლებთან პირადი კავშირის ქონა არის რაღაც დადებითი, რადგან ის ამცირებს ღრმულს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ოფისში და აძლიერებს ლიდერობას.

კომუნიკაციის უნარები

იულიუს კეისარი, ისევე როგორც რომის პერიოდში სხვა პოლიტიკოსები და ჯარისკაცები იყო კარგი ორატორი. ის გამოცხადდებოდა რომის სენატში უზადოდ ჩაცმული და თავის ჯარისკაცებს მგზნებარე სიტყვით მიმართავდა. კარგი ლიდერისთვის მნიშვნელოვანია ისწავლოს კომუნიკაცის ტექნიკა, რაც მას დაეხმარება სწორად მიიტანოს მესიჯები და დამუხტოს გუნდი. არსებობს სიმულატორები, რომლებიც გვეხმარება ამ უნარების განვითარებაში ვარჯიშების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მყარ და ეფექტურ სწავლებას.

ინფორმაციის გაზიარება

რომაული ლეგიონების წარმატების დიდ ნაწილს წარმოადგენდა ინფორმაცია, რომელიც საბრძოლო ველზე იყო ხელმისაწვდომი. ყველა ცენტურიონს იმდენივე ინფორმაცია ჰქონდა ბრძოლის გეგმაზე, როგორც თავად იულიუს კეისარს. ჩვენს დღევანდელ ოფისში, ცენტურიონები წარმოადგენდნენ გუნდის ან დეპარტამენტის მენეჯერებს. როგორც ლიდერმა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ეს ადამიანები კარგად არიან ინფორმირებულები და ესმით თქვენი ხედვა ისე, რომ მათ დანარჩენ გუნდთან მოახდინონ კომუნიკაცია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს.

მაქსიმალურად გახსენით თქვენი პოტენციალი

რომაელი ჯარისკაცები გადიოდნენ წვრთნას, რომ ეხმარათ გლადიუსები – პატარა წაწვეტილი ხმლები – რითაც მათ ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს. დიდი ზომის ხმლებისა და შუბების ფონზე, ლეგიონები სპეციალიზებულნი იყვნენ ამ პატარა იარაღის გამოყენებაში, რომელიც მსუბუქი, მაგრამ ეფექტური იყო. კეისრის მსგავსად, თქვენს ხელთ არსებული ხელსაწყოები იქნება ის, რაც უნდა დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში. ისწავლეთ მათი სწორად გამოყენება და განავითარეთ თქვენი უნარები, რათა მაქსიმალურად გახსნათ თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების პოტენციალი.

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე

კეისარი ყოველთვის ახლოს იყო თავის მეომრებთან. საფრთხის მიუხედავად, რომაელ გენერალს პირდაპირ სურდა თავის ჯართან კომუნიკაცია, იმიტომ რომ მან იცოდა, ეს მისი მეომრების განწყობას აამაღლებდა. ის მათთან ერთად ჭამდა, მათთან ერთად იძინებდა, მათთან ერთად ღვრიდა სისხლს. თავის ადამიანებთან სიახლოვე ასევე მას საშუალებას აძლევდა, ამოეცნო სისუსტეები და მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები შეცდომების გამოსასწორებლად. იულიუს კეისრის მსგავსად, კარგი ლიდერი მზად უნდა იყოს იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს, რათა აღმოუჩინოს მხარდაჭერა თავის ხალხს და მიიღოს სწრაფი, მაგრამ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები. იყავით ხელმისაწვდომი თქვენი გუნდისთვის და გაუძეხით მათ პროცესის დასასრულამდე.

იზეიმეთ მიღწევები

იულიუს კეისარი უზრუნველყოფდა, რომ მის გამარჯვებაზე ყველას შეეტყო, რომელთა უმეტესი ნაწილიც მან დაწერა და კლასიკურ ნაშრომად იქცა. აუცილებელი არ არის დაწეროთ წიგნი კეისარივით, მაგრამ მნიშვნელოვანია ისწავლოთ ყველაფრის კომუნიკაცია, რასაც მიაღწევთ, რათა გუნდმა ირძნოს საერთო პროექტის ნაწილი და ამით თქვენი ლიდერობა გამყარდება. იყავით მოკრძალებული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ყოველი მცირე წარმატების და მიზნის აღნიშვნა, რასაც მიაღწევთ.

ნუ მოახდენთ ყველაზე უსიამოვნო დავალებების დელეგირებას

რომის პერიოდში მიღებული იყო დეზერტირების დასჯა და არ აინტერესებდათ ისინი მეგობრები იყვნენ, თუ ოჯახის წევრები. კეისარი პირადად იყო პასუხისმგებელი ამ მძიმე დავალების შესრულებაზე, ერთერთი მძიმე დავალებისა, რაც შეიძლება მეომრის წინაშე დადგეს. ეს აშკარად უკიდურესი მაგალითია, მაგრამ მისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ იულიუს კეისრის მსგავსად, კარგი ლიდერი არ უნდა იჯდეს გულხელდაკრეფილი და არ ელოდოს როდის შეასრულებენ რთულ დავალებას მის ნაცვლად; პირიქით ის დაუყოვნებლივ უნდა შეუგეს საქმეს.

გარისკეთ

იულიუს კეისარი მიდიოდა მის ლიდერობასთან დაკავშირებულ რისკზე. ლიდერი მამაცი უნდა იყოს და რისკზე მიდიოდეს. თუ თქვენს რწმენა განზე დააყენეთ და გადაწყვეტილებებს შიშისა და სიმხდალის საფუძველზე მიიღებთ, თქვენს ლიდერობას არასწორ საფუძველზე ააშენებთ. გარისკეთ, იყავით მამაცი, ისწავლეთ შეცდომებზე და ძლიერი, მყარი ლიდერობის საფუძველზე თქვე წარმატებას მიაღწევთ.

 

წყარო: game-learn.com

თარგმანი: დავით ბარბაქაძის

კომენტარები