HR & OD სერვისები

ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერი კადრისთვის, მნიშვნელოვანი და მამოტივირებელი კომპონენტია, თუ კომპანია მას შესთავაზებს კარიერული წინსვლისთვის გამჭვირვალე სქემას. ასევე, მუშაობის პროცესში მიუკერძოებლად შეაფასებს მის პირად კომპეტენციებს და მიღწევებს, წინასწარ დაგეგმილი სტანდარტების შესაბამისად. ამით, ორგანიზაცია ქმნის ჯანსაღ გარემოს, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია კვალიფიციური კადრების შექმნაზე და შენარჩუნებაზე. ამიტომ, ორგანიზაციამ თავიდანვე უნდა განსაზღვროს კადრებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა, რადგან ადამიანური რესურსები – უპირველესი და უმნიშვნელოვანესი აქტივია კომპანიის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

რა შეგვიძლია ჩვენ შემოგთავაზოთ:


ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება.
  • სამუშაო პროცესების აღწერა;
  • სამუშაო პროცესების განაწილება სტრუქტურულ ერთეულებს შორის – მოვალეობების და გადაწყვეტილების დონეების შესაბამისად;
  • განაწილებული სამუშაო პროცესების შესაბამისად სტრუქტურისა და სამუშაო აღწერილობების შედგენა;
  • თანამდებობებისთვის საჭირო კომპეტენციების განსაზღვრა სამუშაო აღწერილობიდან
კომპენსაციის სისტემის შემუშავება.
  • ფიქსირებული ხელფასის განსაზღვრა;
  • ცვლადი/გამომუშავებით ხელფასის განსაზღვრა;
  • ფიქსირებული და ცვლადი ხელფასის პროპორციული შეფარდება.
სამუშაო პროცედურების და ფორმების შემუშავება.
  • თანამშრომლის შერჩევის პროცედურა;
  • თანამშრომლის გათავისუფლების პროცედურა;
  • დისციპლინარული საჩივრის/დასჯის პროცედურა;
  • შვებულების პროცედურა;
შეფასების სისტემის დანერგვა.
  • შეფასების პერიოდულობის დაგეგმვა;
  • თანამდებობებისთვის ძირითადი მიზნების/შედეგების განსაზღვრა;
  • დადგენილი მიზნების შეფასების მექანიზმების დადგენა;
  • შეფასების შედეგების შესაბამისად სამოქმედო გეგმის (წახალისების/განვითარების) შემუშავება.

 

 

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შემკვეთი ორგანიზაციის მოცულობიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავისუფალი, მარტივი და ღია ურთიერთობისთვის. სურვილის შემთხვევაში, სიამოვნებით დავგეგმავთ შეხვედრას და მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.

 

პატივისცემით,

როი ჯგუფი.