HR მენეჯმენტის სრული კურსი

ვორქშოფები ადამიანური რესურსების მართვაში ატარებს პრაქტიკული მეცადინეობის ხასიათს. მისი მიხედვით, თქვენ ისმენთ ტრენინგის თეორიულ ნაწილს და იმავე დროს, მიღებულ ცოდნას ანხორციელებთ პრაქტიკაში. ჩვენთნ ერთად, თქვენ თავად ქმნით სამუშაო – მზა შაბლონებს, იგებთ მისი გამოყენების მნიშვნელობას და საჭიროებას, შემდეგ კი გადაგაქვთ რეალურ დროში.

ტრენინგის მიზანია დავეხმაროთ HR მიმართულებაში დამწყები სპეციალისტებს, ერთი ნაბიჯით გააუმჯობესონ თავიანთი კარიერული მიღწევა. ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებსაც ეს სფერო აინტერესებთ და აქვთ სურვილი დასაქმდნენ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და ასევე, მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ თვლიან საჭიროდ ჰყავდეთ ამ მიმართულებით გამოყოფილი ცალკე კადრი, დავეხმაროთ HR პროცესების მართვის უნარების გამომუშავებაში.

ზოგადი ინფორმაცია ვორქშოფების შესახებ:

  • ვორქშოფის რ-ბა: 5
  • ხანგრძლივობა – 30 სთ
  • ჩატარების დრო: კვირაში 2 დღე. შაბათი, კვირა.
  • ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რ-ბა: 8 მსმენელი.
  • ღირებულება – 980 ლარი.
  • ტრენერი – დავით ბარბაქაძე

 

შინაარსი:

ვორქშოფი 1 – კადრების დაქირავება
  • როგორ განვსაზღვროთ კადრის აყვანის საჭიროება და შერჩევის კრიტერიუმები;
  • ვაკანსიის გამოცხადების და რეზიუმეების გადარჩევის პრინციპები;
  • ტესტირების საჭიროება – სხვადასხვა ტიპის ტესტის შედგენა, ჩატარება და შედეგების შეჯამება;
  • გასაუბრების სცენარების განხილვა. სცენარის მიხედვით, გასაუბრების მოწყობა;
  • Overqualified კანდიდატები;
  • უარყოფითი პასუხის შეტყობინება;
  • კადრის დანიშვნა თანამდებობაზე;
  • საორიენტაციო გაცნობითი პროგრამა;
  • საკადრო რეზერვის წარმოება;
  • შიდა და გარე შერჩევის გზების განხილვა.

 

ვორქშოფი 2 – მოტივაციის სისტემები

  • ძირითადი მოტივატორების და დემოტივატორების მიმოხილვა;
  • მოტივაციის დონეები;
  • მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა და მისი გამოყენება კომპანიაში;
  • ფიქსირებული და ცვლადი ხელფასების განსაზღვრა;
  • ხელფასის ზრდა/გრადაცია;
  • ბონუსების და პრემიების გაცემის წესები და სტრატეგიები;
  • სხვადასხვა მატერიალური ბენეფიტების მიმოხილვა;
  • არამატერიალური მოტივაციის სტრატეგიის დაგეგმვა და დანერგვა კომპანიაში;
  • მოტივაციის სისტემის ბიუჯეტირება.

 

ვორქშოფი 3 – ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა

  • ორგანიზაციული სტრუტურის ტიპების მიმოხილვა;
  • ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობების ანალიზი და მათი განაწილება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე;
  • ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინება სტრუქტურის ჩამოყალიბებისას;
  • საქმიანობის დელეგირება დეპარტამენტებში/განყოფილებებში;
  • სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა თანამდებობების მიხედვით უკვე შედგენილ სტრუქტურაში.

 

ვორქშოფი 4 – სამუშაოს შესრულების შეფასება

  • შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • კრიტერიუმების შეფასების ხერხები;
  • შეფასება 360 გრადუსით – ძლიერი და სუსტი მხარეების მიმოხილვა;
  • შეფასების შეჯამება;
  • შეფასების ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრა;
  • თანამშრომლის სარგებელი და რა გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ შეფასების შედეგებიდან გამომდინარე;
  • პროექტის დანერგვა კომპანიაში.

 

 

ვორქშოფი 5 – ძირითადი პროცედურების და მათი თანმხლები ფორმების შემუშავება

  • თანამშრომლების დაქირავების პროცედურა;
  • თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის პროცედურა;
  • შვებულების პროცედურა;
  • დაჯილდოვების/პრემირების პროცედურა;
  • პრობლემური სიტუაციის მართვის პროცედურა;
  • ტრენინგის მოთხოვნის/ჩატარების პროცედურა;
  • სხვა რა პროცედურები შეიძლება დაინერგოს კომპანიაში?
  • პროცედურებისთვის შესაბამისი ფორმების შედგენა.
  • ავტომატიზებული დოკუმენბრუნვის სისტემის მიმოხილვა.

 

ვორქშოფების დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • სწორად შეარჩიონ კადრი შესაბამისი პოზიციისთვის;
  • შექმნან მაქსიმალურად კომფორული და მამოტივირებელი საბონუსე სისტემა;
  • ჩამოაყალიბონ სამუშაო პროცესებზე დამოკიდებული ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • შეიმუშაონ ეფექტური შეფასების სისტემა;
  • დაგემგონ კადრის კარიერული წინსვლის სისტემა;
  • შექმნან და მუშა მდგომარეობაში მოიყვანონ სამუშაო ფორმები და პროცედურები.

 

 

გადახდის პირობა:

  • სრული კურსის ღირებულება შეადგენს 980 ლარს. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვით, მოწოდებულინ ინვოისის საფუძველზე;
  • თანხის 30% -ს თქვენ იხდით კურსის დაწყებამდე 3 დღით ადრე, ხოლო დანარჩენს კურსის დასრულებამდე.
  • კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში, კომპანიიდან 2 ან მეტი მსურველის დასწრების შემთხვევაში, ისარგებლეთ -10% იანი ფასდაკლებით;
  • -30% ფასდაკლება ვრცელდება სტუდენტებზე, სტუდენტური ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • ღირებულებაში შედის: ყავის შესვენება, სასწავლო მასალები და სერთიფიკატი.

 


- მოდულების ჩატარების განრიგი იხ. კურსის აღწერის გვერდზე.