01
მარ

0
როი ჯგუფი

რა არის კარგი ლიდერის თვისებები?

ლიდერები აყალიბებენ ჩვენს ქვეყნებს, საზოგადოებებს და ორგანიზაციებს. ჩვენ გვჭირდება კარგი ლიდერები, რომლებიც გაგვიძღვებიან და მიიღებენ ისეთ არსებით, მასშტაბურ გადაწყვეტილებებს, რაც მსოფლიოს მოძრაობის პროცესში ამყოფებს.

ჩვენი საზოგადოება ძირითადად სწრაფად გამოავლენს ცუდ ლიდერს, მაგრამ ვიცით როგორ გამოვავლინოთ კარგი ლიდერი? ვინ არის კარგი ლიდერი უმრავლესობის აზრით?

კარგი ლიდერის მახასიათებლები და თვისებები

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ კარგი ლიდერები მუდმივად ფლობენ ამ 10 მთავარ ლიდერულ უნარს:

  • პატიოსნება
  • დელეგირების უნარი
  • კომუნიკაცია
  • თვითშეცნობა
  • მადლიერება
  • სწავლისადმი მოქნილობა
  • გავლენა
  • ემპათია
  • სიმამაცე
  • პატივისცემა

პატიოსნება

პატიოსნების მნიშვნელობა უდაოა. მიუხედავად იმისა, რომ ის აუცილებლად გაზომვადი შეიძლება არ იყოს თანამშრომლის შეფასებისას, პატიოსნება მნიშვნელოვანია პიროვნებისთვის და ორგანიზაციისთვის. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის მენეჯერებისთვის, ვინც ორგანიზაციის კურსს წარმართავს და იღებს უამრავ სხვა მნიშვნელოვან გადაწყეტილებებს. კვლევების თანახმად, პატიოსნება ნამდვილად შეიძლება იყოს პოტენციურად ბრმა წერტილი ორგანიზაციისთის. უზრუნველყავით, რომ თქვენმა ორგანიზაციამ მოახდინოს პატიოსნების მნიშვნეობის გაძლიერება  სხვადასხვა დონის ლიდერებში.

დელეგირების უნარი

დელეგირება ლიდერის ერთ-ერთი ძირითადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეფექტურად დელეგირება შეიძლება სახიფათო იყოს. მიზანი არ არის მხოლოდ საკუთარი თავის განთავისუფლება – ის ასევე არის იმისთვის, რომ უფლება მიანიჭოთ თქვენს პირად დაქემდებარებულებს, წაახალისოთ გუნდური მუშაობა, უზრუნველყოთ ავტონომია, მიხვიდეთ გადაწყვეტილების უკეთესად მიღებამდე და დაეხმაროთ თქვენს პირად დაქვემდებარებულებს, რომ გაიზარდონ. იმისთვის, რომ კარგად მოახდინოთ დელეგირება, თქვენ ასევე თქენს გუნდში უნდა განამტკიცოთ ნდობა.

კომუნიკაცია

ეფექტური ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. თქვენ უნდა შეგეძლოთ კომუნიკაცია მრავალფეროვანი გზებით, დაწყებული ინფორმაციის მიწოდებით და დასრულებული თქვენი გუნდის სწავლებით. და თქვენ უნდა შეგეძლოთ ფართო სპექტრის როლების, სოციალური იდენტობის და სხვა ხალხის მოსმენა და მათთან კომუნიკაცია. თქვენი ორგანიზაციის მასშტაბით კომუნიკაციის ხარისხი და ეფექტურობა პირდაპირ მოქმედებს თქენი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებაზეც.

თვითშეცნობა

მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო შინაგანად ორიენტირებული უნარია, ლიდერებისთვის თვითშეგნება პირველხარისხოვანია. რაც უფრო უკეთ გესმით საკუთარი თავის, მით უფრო ეფექტური იქნებით.

მადლიერება

თუ მადლიერი იქნებით, ეს უკეთეს ლიდერად გაქცევთ. მადლიერებით შეიძლება მიიღოთ მაღალი თვითშეფასება, შეამციროთ დეპრესია და შფოთვა და მიიღოთ უკეთესი ძილიც კი. ძალიან ცოტა ადამიანი ამბობს სამსახურში რეგულარულად „მადლობას“, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი მადლიერი უფროსისთვის უფრო მეტი მონდომებით იმუშავებდნენ.

სწავლისადმი მოქნილობა

სწავლისადმი მოქნილობა არის უნარი, იცოდე თუ რა გააკეთო, როდესაც არ იცი რა უნდა ქნა. თუ „სწრაფად სწავლებად ხართ“ ან შეგიძლიათ უცხო გარემოში წარმატების მიღწევა, სავარაუდოდ თქვენ უკვე ხართ სწავლისადმი მოქნილი. მაგრამ ნებისმიერს შეუძლია განივითაროს სწავლისადმი მოქნილობა, ვარჯიშის, გამოცდილების და ძალისხმევის მეშვეობით.

გავლენა

ზოგისთვის „გავლენა“ ბინძური სიტყვის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ლოგიკური, ემოციური ან კოოპერატიული მიმართვების საშუალებით ხალხის დარწმუნება არის შთამაგონებელი, ეფექტური ლიდერის კომპონენტი. გავლენა საკმაოდ განსხვავდება მანიპულირებისგან და ის უნდა გაკეთდეს ავთენტურად და გამჭვირვალედ. ის მოითხოვს ემოციურ ინტელექტს და ნდობის განმტკიცებას.

ემპათია

ემპათია კორელაციაშია სამუშაოს შესრულებასთან და ემოციური ინტელექტისა და ლიდერობის ეფექტურობის კრიტიკული ნაწილია. თუ თქვენი უშუალო დაქვემდებარებულების მიმართ მეტ ემპათიას გამოიჩენთ, კვლევის თანახმად, თქვენი უფროსი მხრიდან უკეთესი შემსრულებლის შთაბეჭდილებას დატოვებთ. ემპათია სწავლებადია და გარდა იმისა, რომ უფრო ეფექტური გახდებით, ის ასევე გააუმჯობესებს თქვენი და თქენი გარშემომყოფების მუშაობას.

სიმამაცე

შეიძლება რთული იყოს სამუშაოზე საუბარი, თუნდაც იყოს ეს ახალი იდეის გამოთქმა, უშუალო დაქვემდებარებულებთან უკუკავშირი ან შენს ზემდგომთან პრობლემის დაფისირება. ეს არის ნაწილი მიზეზისა, თუ რატომ არის სიმამაცე კარგი ლიდერის მნიშვნელოვანი უნარი. ნაცვლად იმისა, რომ თავიდან აიცილონ პრობლემები ან კონფლიქტებს მისცენ დაწყლულების საშუალება, გამბედაობა საშუალებას აძლევს ლიდერებს, ჩაერთონ და საკითხები სწორი მიმართულებით წაიყვანონ. ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო კულტურა ხელს უწყობს სიმართლის თქმას.

პატივისცემა

ყოველდღიურად ხალხის მიმართ პატივისცემით მოპყრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც ლიდერს შეუძლია. ეს შეამსუბუქებს დაძაბულობას და კონფლიქტს, განამტკიცებს ნდობას და გააუმჯობესებს ეფექტურობას. პატივისცემა უფრო მეტია ვიდრე უპატიცემულობის არარსებობა და მისი გამოხატვა ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება.

 

შეჯამება: კარგი ლიდერის მახასიათებლები


მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულმა ლიდერებმა ლიდერობის ეს 10 უნარი შეიძლება გამოავლინონ სხვადასხვა დონეზე, ყველა კარგი ლიდერი იყენებს ამ მახასიათებლების მინიმუმ ზოგიერთ ან უმეტეს ნაწილს. ისინი ერთად ქმნიან ლიდერობის ხერხემალს, ლიდერების დონეების, ინდუსტრიებისა და კონტინენტების მასშტაბით. ამ უნარების გარეშე, ნამდვილი ლიდერობა წარმოუდგენელია.

თუ არ თვლით, რომ კარგი ლიდერის მახასიათებლები საკმარისად აგღწერთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით – არსებობს თქვენი ლიდერობის შესაძლებლობების განვითარების საშუალება, მათ შორის ათივე ძირითადი უნარისა. ჩვენ გვჯერა, რომ ლიდერობა არის უნარი, რომლის განვითარებაც შეიძლება და ლიდერები ყალიბდებიან გამოცდილების, უწყვეტი სწავლების და ადაპტაციის მეშვეობით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ გაიძლიეროთ კარგი ლიდერის ამ 10 მახასიათებელიდან და თვისებებიდან ნებისმიერი, თუ ღია ხართ ზრდისთვის და დროს და ძალისხმევას მიმართავთ თვითგანვითარებისკენ. ანალოგიურად, ორგანიზაციებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ თანამშრომლებს ამ უნარების გამომუშავებაში ლიდერობის განვითარების ტრენინგისა და პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით.

ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ლიდერობა სოციალური პროცესია. თუ კარგი ლიდერის რამდენიმე მახასიათებლის დემონსტრირებას ახდენთ, მაგრამ ამას ვერ ჩაეჭიდეთ, დიდი შანსია, რომ შორს ვერ წახვალთ. შეიძლება ხალხს მოსწონდეთ და პატივს გცემდნენ, მაგრამ რთული იქნება გუნდური ან ორგანიზაციული მიზნების განხორციელება.

ასევე, ლიდერობა არ არის დანიშნულების ადგილი – ეს არის ის, რაზეც რეგულარულად მოგიწევთ მუშაობა მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, იმისდა მიუხედავად, თუ რა დონეს მიაღწევთ თქვენს ორგანიზაციაში.

ლიდერობა ნაკლებად ნიშნავს ძლიერ ან ქარიზმატულ ცალკეულ პიროვნებას და უფრო მეტად ეხება ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ერთად მუშაობენ შედეგების მისაღწევად. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ლიდერობა მოგზაურობაა – განსხვავებული გუნდები, პროექტები, სიტუაციები და ორგანიზაციები თქვენგან მოითხოვენ ამ უნარების განსხვავებული გზებით გამოყენებას.

 

თარგმანი: დავით ბარბაქაძის

წყარო: CCL.ORG

 

კომენტარები