
- This event has passed.
TOT – ტრენინგი ტრენერებისთვის
ივლისი 2, 2022 @ 7:00 pm - ივლისი 23, 2022 @ 10:00 pm
680₾
მოკლე ან გრძელვადიან, სხვადასხვა კატეგორიის და შინაარსის ტრენინგებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და პოპულარული ხდება. მომსახურების და არა მარტო მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიები უკვე საჭიროდ მიიჩნევენ თავიანთი პერსონალის განვითარებას, სატრენინგო სისტემის ჩამოყალიბებით. გარდა ამისა, ტრენინგები დიდ როლს ასრულებს იმ ადამიანების პროფესიული განათლების ამაღლებაში, რომლებიც ვერ წვდებიან სწავლის მაღალ გადასახადს უნივერსიტეტებში.
დღეს ბევრი კომპანია აფინანსებს თანამშრომელთა განათლებას. ბევრიც არ თვლის საჭიროდ და პერსონალი თვით განვითარებას ეწევა. რადგან, ინვესტიციის ჩადება განათლებაში არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა, არის საშუალედო გზა – განავითარო საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ ასწავლო სხვებს. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. გრძნობთ როგორ ვითარდებით, როგორ იძენთ მეტ ცოდნას, როგორ იმატებს თქვენში პასუხისმგებლობის გრძნობა და როგორ იზრდება საჭირო კომპეტენციები
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- ტრენინგის ხანგრძლივობა – 18-21 სთ
- სესიის ხანგრძლიოვბა: 2.5 – 3 სთ
- ტრენერი: სიმონ ორმოცაძე 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ტრენინგების ჩატარების.
- ფასი: 680 ლარი (ჯგუფში – ერთ მონაწილეზე)
- ფასი ინდივიდუალური ვორქშოფისთვის: 1500 ლარი
- მისამართი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, გოგიბერიძის 1 ა.
- განრიგი: 2, 3, 9, 10, 16, 17 ივლისი.
- დასაწყისი: 19:00 სთ.
ტრენინგის მიზანი:
პრაქტიკული ვორქშოფი – ტრენინგი ტრენერებისთვის, მიზნად ისახავს მსმენელს შესძინოს ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პრაქტიკულად შექმნას მოდულები და მოემზადოს ნებისმიერი სიდიდის აუდიოტორიასთან ეფექტური ტრენინგის ჩატარებისთვის.
შინაარსი:
მოდული 1 – ეფექტური კომუნიკაცია.
- რეალობის სუბიექტურობა;
- კომუნიკაციის არსი;
- კომუნიკაციის პროცესი;
- ვერბარული და არავერბალური კომუნიკაცია;
- აქტიური და პასიური მოსმენა;
- ასერტიულობა;
- კომუნიკაციის დონეები;
- ინფორმაციის ნეგატიური და პოზიტიური ფორმულირება;
- შეკითხვის დასმის ტექნიკა;
- შეკითხვის ტიპები;
- ტიპიური შეცდომები შეკითხვის დასმის დროს;
- ტექნიკური ინფორმაცია და ალტერნატივები;
- ვერბალური და არავერბარული კომუნიკაცია;
მოდული 2 – ეფექტური პრეზენტაციები
- რა არის პრეზენტაცია?
- წარმატებული პრეზენტაციის საწყისები;
- საუბრის მანერა;
- სხეულის ენა და ფსიქოლოგია;
- პრეზენტაციის ძირითადი წერტილები;
- პრეზენტაციის ტიპები;
- მომზადება პრეზენტაციისთვის;
- პრეზენტაცია გაყიდვებისთვის;
- ორგანიზაციის პრეზენტაცია;
- რეკომენდაციები საჯარო გამოსვლისთვის;
- Microsoft Power Point – ის განხილვა.
მოდული 3 – ტრენინგის მართვის პრინციპები.
- ტრენერის უნარჩვევები;
- ტრენინგის ლოგიკურის სქემა;
- ტრენინგის მოდულების შემუშავება;
- სლაიდშოუს სტრუქტურა;
- ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა;
- საკვანძო საკითხები ტრენინგის დაგეგმისთვის;
- როგორ უნდა იყოს აუდიტორია მოწყობილი?
- ტრენინგისთვის ჩატარებისთვის საჭირო აქსესუარები და ციფრული ხელსაწყოები;
- ტრენინგზე სამუშაო პრინციპები;
- ჯგუფის მართვის პრინციპები;
- აქტივობის მართვა, უკუკავშირი;
- დამაბრკოლებელი ფაქტორები ტრენინგზე;
- დამხმარე მასალის ფორმირება;
- ტრენინგის დამთავრების ხერხები;
- ტრენინგის ბიუჯეტირება;
- სასარგებლო რჩევები ტრენერებისთვის.
მოდული 4 – ტრენინგის ფასილიტაცია, შეფასება და უკუკავშირი.
ტრენინგის ბოლო მოდული განკუთვნილია ჯგუფური მუშაობისთვის და ტრენინგის ფასილიტაციისთვის. თითოეულ მონაწილე წინასწარ მომზადებული სცენარით ატარებს ტრენინგს. ტრენერი და ჯგუფი აფასებს ჩატარებულ ტრენინგს და აძლევს ნეიტრალურ, ობიექტურ შეფასებას.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
შექმნას სატრენინგო მოდულები, დააორგანიზოს და ჩაატაროს სხვადასხვა სახის ეფექტური ტრენინგები. მარტივად მართოს ჯგუფი და მიაღწიოს მსმენელთა კმაყოფილების მაქსიმალურ დონეს.
გაიცემა სერთიფიკატი.