საცალო გაყიდვები

საცალო გაყიდვები დღეს ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით გვხვდება და მომსახურების სექტორში, ეს იქნება ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, სასტუმრო ან თუნდაც რესტორანი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. კონკურენციის გასამკლავებლად ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან ეფექტური სარეკლამო კამპანიები. თუმცა, მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქტთან დაკავშირებით, საბოლოოდ საცალო გაყიდვების კონსულტანტი უწევს და უმეტესწილად მის კონსულტაციაზე არის დამოკიდებული მომხმარებელის გადაწყვეტილება – შეიძენს თუ არა იგი პროდუქტს.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- ტრენინგის ხანგრძლივობა – 12 სთ
- ტრენერი: სიმონ ორმოცაძე
- ფასი: 380 ლარი (ერთ მონაწილეზე)
ტრენინგის მიზანი:
დღეს ბაზარზე ყველაზე ბევრი სამუშაო ადგილი ჩნდება საცალო გაყიდვების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, მსმენელის ცოდნა და საჭირო უნარჩვევები მაქსიმალურად მივუახლოვოთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც დამსაქმებელი აქვეყნებს შესაბამის ვებ გვერდებზე ამ პოზიციასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, მივცეთ მათ მოტივაცია კარგად შეისწავლონ საცალო გაყიდვების ტექნიკები და დაწინაურდნენ ერთი საფეხურით ზემოთ საბითუმო ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.
მოდული 1
- საცალო გაყიდვების სექტორი;
- განწყობა;
- პროდუქტის ცოდნის საჭიროება;
- კლიენტების ტიპები
- წინააღმდეგობები გაყიდვებში;
- ასაკი გაყიდვებში;
- გუნდური მუშაობა და ეთიკა;
- სტრესის მართვა;
- ერთი სამუშაო დღე მაღაზიაში;
მოდული 2
- გაყიდვების სქემა;
- მაღაზიის ორგანიზაციული სტრუტქურა;
- მერჩენდაიზინგი;
- მარაგების კონტროლი;
- აქციების მნიშვნელობა;
- გაყიდვების გეგმა;
- EAN კოდი, სტიკერიზაცია;
- პოს ტერმინალი, ERP;
- პირადი კლიენტების პორტფელი;
- გაყიდვის დასრულება.
მოდული 3
- რეალობის სუბიექტურობა;
- კომუნიკაციის არსი;
- კომუნიკაციის პროცესი;
- ვერბარული და არავერბალური კომუნიკაცია;
- აქტიური და პასიური მოსმენა;
- ასერტიულობა;
- კომუნიკაციის დონეები;
- ინფორმაციის ნეგატიური და პოზიტიური ფორმულირება;
- შეკითხვის დასმის ტექნიკა;
- შეკითხვის ტიპები;
- ტიპიური შეცდომები შეკითხვის დასმის დროს;
- ტექნიკური ინფორმაცია და ალტერნატივები;
- ვერბალური და არავერბარული კომუნიკაცია;
- სატელეფონო კომუნიკაცია.
მოდული 4
- რა არის პრეზენტაცია?
- წარმატებული პრეზენტაციის საწყისები;
- საუბრის მანერა;
- სხეულის ენა და ფსიქოლოგია;
- პრეზენტაციის ძირითადი წერტილები;
- პრეზენტაციის ტიპები;
- მომზადება პრეზენტაციისთვის;
- პრეზენტაცია გაყიდვებისთვის;
- ორგანიზაციის პრეზენტაცია;
- რეკომენდაციები საჯარო გამოსვლისთვის;
- შეჯამება – რას ელოდება კლიენტი თქვენგან?
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
როგორ გახდნენ საინტერესო კადრები დამსაქმებლისთვის. ასევე, როგორ შექმნან, განამტკიცონ და მართონ გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობები კლიენტებთან. გაზარდონ მათ რაოდენობა და გაყიდონ მეტი, რათა გამოიმუშაონ სოლიდური ბონუსი.