კადრების დაქირავება

კადრების დაქირავება არის ადამიანური რესურსების სამსახურის მნიშვნელოვანი სერვისი კომპანიისთვის. სწორი კადრის პოვნა და შერჩევა ითვლება კომპანიის მნიშვნელოვან გამოწვევად არამარტო საქართველოში, არამედ დღევანდელ მსოფლიოში. მეტნაკლებად ყველა დამსაქმებელი ეჯიბრება ერთმანეთს საუკეთესო კადრის დაქირავებისთვის. ნებისმიერი დამქირავებლის მიზანია იპოვოს ისეთი ადამიანი ვინც დაეხმარება კომპანიას, წარმატებით მიაღწიოს დასახულ მიზანს.
სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს განსაზღვრული თუ რისთვის ცხადდება ვაკანსია მოცემულ პოზიციაზე, რას ვითხოვთ კადრისგან და შესაბამისად, გვქონდეს განსაზღვრული თუ როგორ დავადგინოთ რამდენად სწორი კანდიდატი შევარჩიეთ აღნიშნულ პოზიციაზე.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- მოდულის რ-ბა – 2
- მოდულის ხანგრძლივობა – 3 სთ
- ღირებულება – 200 ლარი
- ტრენერი: დავით ბარბაქაძე
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი მიზნად ისახავს დაეხმაროს მსმენელს სწორად, კონკრეტული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვროს კანდიდატების შერჩევის გზები და მეთოდები, მიუსადაგოს თითოეულ მათგანს არა შაბლონური და არაფრის მომცემი, არამედ მოცემული თანამდებობისთვის საჭირო ტექნიკური და პიროვნული უნარების განმსაზღვრელი ტესტირება თუ გასაუბრების ტიპი, რომელიც დაეხმარება მას შეარჩიოს თანამდებობისთვის მაქსიმალურად შესაბამისი კანდიდატი და სწრაფად მოახდინოს თანამშრომლის ადაპტირება სამუშაოზე.
შინაარსი:
- კადრის აყვანის საჭიროების განსაზღვრა;
- შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა;
- ვაკანსიის გამოცხადება;
- რეზუმეების გადარჩევა;
- საჭირო ტესტირების მომზადება და ჩატარება;
- გასაუბრების ჩატარება;
- Overqualified კანდიდატები;
- უარყოფითი პასუხის შეტყობინება;
- კადრის დანიშვნა თანამდებობაზე;
- საჭირო დოკუმენტაცია პირადი საქმისთვის;
- საორიენტაციო გაცნობითი პროგრამა;
- საკადრო რეზერვის შექმნა;
- შიდა შერჩევა/გარე შერჩევა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
კადრების აყვანის საჭიროების, ასევე კანდიდატების შერჩევის გზების და მეთოდების განსაზღვრას. ისინი შეძლებენ გაუმკლავდნენ ძირითად შეცდომებს და დაბრკოლებებს შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას, შეძლებენ სწორად და თანამდებობისთვის საჭირო მოთხოვნის შესაბამისად შეარჩიონ სწორი კანდიდატი. და ბოლოს ისინი შეძლებენ საორიენტაციო ტრენინგის ორგანიზებას და საკადრო რეზერვის ფორმირებას.