ორგანიზაციული სტრუქტურა

თუ კომპანიას არ აქვს ოფიციალურად განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, თანამშრომლებს უჭირთ იმის გაგება თუ ვის ექვემდებარებიან ისინი და ვინ რომელ საკითხზე არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ორგანიზაციული სტრუქტურა ეხმარება კომპანიის ყველა თანამშრომელს ნათლად დაინახონ მათი დაქვემდებარებულობა და თანამდებობის ადგილმდებარეობა კომპანიის სამუშაო პროცესთან მიმართებაში.
სამუშაო აღწერილობა ასახავს ძირითად მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, თანამდებობისთვის საჭირო უნარებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნილებებს. კარგად განსაზღვრული სამუშაო აღწერილობა დაგვეხმარება ასევე შერჩევის დროს კანდიდატებთან გასაუბრებაში, მათ სამუშაოზე ორიენტირებაში და ასევე მათი მუშაობის შეფასებაში.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- სრული ხანგრძლივობა – 6 სთ
- მოდულის ხანგძლივობა – 3 სთ
- ტრენერი: დავით ბარბაქაძე
- ფასი: 200 ლარი (ერთ მონაწილეზე)
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი მიზნად ისახავს დაეხმაროს მსმენელებს კომპანიის რეალური მიზნებიდან და სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე შექმნან კარგად ჩამოყალიბებული და ადვილად აღსაქმელი ორგანიზაციული სტრუქტურა და შექმნილი სტრუქტურის შესაბამისად განსაზღვრონ კონკრეტული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
შინაარსი:
- ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპების მიმოხილვა;
- დეპარტამენტის და განყოფილების მნიშვნელობა;
- ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობების ანალიზი და მათი განაწილება;
- ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინება სტრუქტურის შექმნისას;
- საქმიანობის დელეგირება დეპარტამენტებში/განყოფილებებში;
- მოვალეობების განსაზღვრა უკვე განაწილებული სტრუქტურის და თანამდებობების მიხედვით;
- მოვალეობებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პიროვნული და ტექნიკური უნარების განსაზღვრა;
- ორგანიზაციული სტრუქტურის შესაქმნელად ძირითადი პროგრამების მიმოხილვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
ჩამოაყალიბონ რეალური და სამუშაო პროცესებზე დამოკიდებული ორგანიზაციული სტრუქტურა, შეძლებენ სამუშაო პროცესის შესაბამისად გადაანაწილონ უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები თითოეულ თანამდებობაზე და შესაბამისად ასახონ ეს სამუშაო აღწერილობებში.