მოტივაციის სისტემები

კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანიაში სწორად დანერგილი სამოტივაციო სისტემები. თანამშრომლის შედეგი მხოლოდ მის კვალიფიკაციასა და კომპეტენტურობაზე არ არის დამოკიდებული. ერთია თანამშრომელს ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია საქმის შესასრულებლად და მეორეა ჰქონდეს საქმის შესრულების სურვილი. მოტივაციის მიზანი კი ზუსტად ის არის რომ თანამშრომელს ჰქონდეს ეს სურვილი.
დემოტივირებული თანამშრომელი სამსახურში იმყოფება ნომინალურად, არაეფექტურად ხარჯავს დროს, ზის ინტერნეტში და რა თქმა უნდა პარალელურად ეძებს სხვა სამუშაოს. მოტივაცია კი ზრდის თანამშრომლის პროდუქტიულობას, რაც ზრდის საბოლოო შედეგს.
გამომდინარე იქიდან რომ მოტივირებული თანამშრომელი უფრო მეტად ხდება შედეგებზე ორიენტირებული, იზრდება მისი თვითგანვითარების მოტივაციაც, შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ამ დროს უფრო მარტივი ხდება თანამშრომლების განვითარების გეგმის შემუშავება და მისი შესრულება.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- კურსის ხანგრძლივობა – 6 სთ
- მოდულის ხანგრძლივობა – 3 სთ
- ტრენერი: დავით ბარბაქაძე
- ფასი: 200 ლარი (ერთ მონაწილეზე)
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიზანი არის დავეხმაროთ მსმენელებს განსაზღვრონ რა ძირითადი მოტივატორები და დემოტივატორები აქვთ თანამშრომლებს სამსახურში, დაგეგმონ თანამშრომლების მოტივაციის ასამაღლებელი სისტემა და შესაბამისი აქტივობები.
შინაარსი:
- მოტივატორები vs დემოტივატორები;
- მოტივაციის დონეები;
- მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა;
- ხელფასის განსაზღვრა;
- ხელფასის ზრდა/გრადაცია;
- ბონუსები;
- პრემიები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სხვა ბენეფიტები.
- სამუშაოს უსაფრთხოება/სტაბილურობა;
- საინტერესო საქმე;
- აღიარება/შეჯიბრება/დაჯილდოვება;
- პროფესიული და კარიერული განვითარება;
- ჩართულობა გადაწყვეტილებებში და ავტონომიის მინიჭება;
- კომუნიკაცია;
- კორპორატიული კულტურა;
- სხვა იდეები;
- მოტივაციის სისტემის ბიუჯეტირება.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
შესთავაზონ თანამშრომლებს მაქსიმალურად წამახალისებელი სახელფასო და ბენეფიტების სისტემა. ასევე მსმენელები შეძლებენ განახორციელონ არამატერიალური წახალისების მეთოდები კომპანიაში, რაც დაეხმარება მათ სამოტივაციო სისტემა გახადონ ნაკლებად დამოკიდებული ფინანსურ დანახარჯებზე და შესაბამისად გახადონ ის უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად ხარჯიანი.