HR პროცედურები

აუცილებელია გვქონდეს შემუშავებული ძირითადი HR პროცედურები. პროცედურები არის ყოველდღიური ოპერაციების გზამკვლევი თანამშრომლებისთვის. ასევე გვეხმარება რომ ვიმუშავოთ შესაბამისი წესების და რეგულაციების დაცვით. აქედან გამომდინარე აუცილებელია გვქონდეს შემუშავებული პროცედურები და ინფორმაცია მათ შესახებ ჰქონდეს ყველა თანამშრომელს ვისაც აქვს შეხება ამა თუ იმ ბიზნეს პროცესთან.

თუმცა პროცედურების შემუშავებას არავითარი ძალა არ ექნება თუ ისინი არ დავიცავით. ზოგადად ხალხს არ უყვარს როდესაც უნდა მიჰყვებოდნენ რაიმე წესს და ურჩევნიათ თავისუფლად იმოქმედონ – ეს ადამიანის ბუნებაა. მაგრამ პროცედურები ინერგება არა იმისთვის რომ ვინმეს თავისუფლება შევუზღუდოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ხალხს უფრო ადვილად გაერკვნენ პროცესებში და ჰქონდეთ სახელმძღვანელო რომელიც დაეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვნენ ბიზნეს პროცესების შესრულებას, ისე რომ არავინ არ დაარღვევს შეთანხმებულ ზოგად წესებს.

ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
  • ტრენინგის ხანგრძლივობა – 6 სთ
  • ტრენერი: დავით ბარბაქაძე
  • ფასი: 200 ლარი (ერთ მონაწილეზე)

ტრენინგის მიზანი:

ტრენინგი მიზნად ისახავს შევასწავლოთ მსმენელებს ძირითადი პროცედურები HR მიმართულებაში, ასევე რა სხვა პროცედურები შეიძლება დაინერგოს კომპანიაში და როგორ მოახდინონ პროცედურების შესაბამისად საჭირო ფორმების შემუშავება.


შინაარსი:
  • პროცედურების შექმნის ძირითადი ასპექტები;
  • ძირითადი პროცედურების მიმოხილვა;
  • დამატებითი პროცედურების მიმოხილვა;
  • პროცედურებისთვის საჭირო ფორმების შემუშავება;
  • საჭირო ბრძანებების და სხვა დოკუმენტების განხილვა;
  • პროცედურების და ფორმების თანამშრომლებისთვის გაცნობა;
  • დოკუმენტბრუნვის ავტომატიზებული სისტემა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

HR მიმართულებების ძირითადი პროცედურების და წესების განსაზღვრას, შეძლებენ შეიმუშავონ პროცედურების შესაბამისი ფორმები და საბოლოოდ შეძლებენ ამ პროცედურების დანერგვას კომპანიაში.


მიუთითეთ ოფიციალური სახელი და გვარი, რისი მიხედვითაც დაიბეჭდება სერთიფიკატი.
ციფრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9 სიმბოლოს.
მიუთითეთ საკონტაქტო მოქმედი ელ-ფოსტა.
შევსება არ არის სავალდებულო, თუ ამ ეტაპისთვის დასაქმებული არ ხართ.
მიუთითეთ, თუ თქვენ შეავსეთ ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ.
მიუთითეთ ციფრი, რამდენ თვეს ან წელს შეადგენს თქვენი ჯამური სამუშაო გამოცდილება