სამუშაოს შესრულების შეფასება

სწორად მართული სამუშაოს შეფასება ზრდის თანამშრომლების შედეგიანობას. სამუშაოს შესრულების შეფასება არის კარგი საშუალება რათა თანამშრომელს გავაგებინოთ გრძელვადიანი გეგმები, რომელიც შეიძლება არ იყოს გამოხატული ყოველდღიური საქმიანობის ჩამონათვალში. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას რათა უკეთესი შედეგი მიიღოს თანამშრომლისგან.
ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელები ნაკლებად არიან ჩართულები თანამშრომლებთან კომუნიკაციაში, რაც იწვევს კონკრეტულ შედეგზე ნაკლებ ორიენტაციას. სამუშაოს შესრულების შეფასებას შეუძლია აღნიშნული კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა. თუ ჩვენ გვექნება სწორად განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები, თანამშრომელს ხელმძღვანელთთან საუბრის შემდეგ უკეთესად ექნება გააზრებული თუ რა უნდა მოიმოქმედოს რათა უკეთესად შეასრულოს თავისი საქმე.
შეფასების სისტემის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია წავახალისოთ კარგი შედეგები. შეფასების სისტემის დახმარებით ჩვენ ასევე შეგვიძლია დიპლომატიურად მივუთითოთ თანამშრომელს გასაუმჯობესებელ ასპექტებზე. შეფასების დროს ხელმძღვანელი თანამშრომელს აგრძნობინებს რომ ზრუნავს მასზე რადგან დროს ხარჯავს მასთან შედეგებზე და განვითარების გეგმაზე სასაუბროდ.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- სრული ხანგრძლივობა – 6სთ
- მოდულის ხანგრძლივობა – 3 სთ
- ტრენერი: დავით ბარბაქაძე
- ფასი: 200 ლარი (ერთ მონაწილეზე)
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი მიზნად ისახავს დაეხმაროს მსმენელებს განსაზღვრონ შეფასების სისტემის საჭიროება და სარგებელი, რაც მთავარია დაანახონ ეს კომპანიის ხელმძღვანელობას და შესაბამისად სწორად დანერგონ შეფასების სისტემა კომპანიაში.
შინაარსი:
- შედეგების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
- კომპეტენციების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
- კრიტერიუმების შეფასების ხერხები;
- შეფასების ჩატარების პერიოდულობა;
- შეფასების შეჯამება;
- შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
- თანამშრომლის წახალისების გეგმა;
- თანამშრომლის განვითარების გეგმა;
- თანამშრომლის კარიერის დაგეგმვა;
- თანამშრომელთან კომუნიკაცია/უკუკავშირი;
- პროექტის დანერგვა კომპანიაში;
- შეფასების სრული პროცედურა და პროცესების განხილვა ეტაპობრივად.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
თანამშრომლის შედეგიანობის ძირითადი კრიტერიუმების განსაზღვრას და მათი შეფასების ხერხების შემუშავებას. ამასთან ერთად შეფასების სისტემის შესაბამისად თანამშრომლების წახალისების და განვითარების გეგმის შედგენას და მთლიანი შეფასების სისტემის პროექტირებას და ბიუჯეტირებას.