კორპორატიული გაყიდვები

კორპორატიული გაყიდვები, გაყიდვების მენეჯერისგან მრავალფეროვან მიდგომას მოითხოვს. რადგან, ასეთი ტიპის გაყიდვებში თქვენ მუშაობთ პროდუქტის საბოლოო მომხმარებელ ორგანიზაციებთან და სთავაზობთ მათი მოთხოვნის კომპლექსურ გადაწყვეტას – პროდუქტის და სერვისის უშუალო შეთავაზებას, მოკლე და გრძელვადიანი პროექტების სახით. კლიენტების გარდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თქვენ ასევე გიწევთ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის იმპორტიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ტენდერებში მონაწილეობაც კი.
ზოგადი ინფორმაცია კურსის შესახებ:
- ტრენინგის ხანგრძლივობა – 15 სთ
- ტრენერი: სიმონ ორმოცაძე
- ფასი: 380 ლარი (ერთ მონაწილეზე)
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მინიმალური გამოცდილება საცალო ან საბითუმო გაყიდვების ან მიმართულებით და ფლობს საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მსმენელის ტექნიკური უნარჩვევების განვითარებას კორპორატიული გაყიდვების განხორციელებისთვის და დავეხმაროთ მას კარიერულ წინსვლაში – თუ როგორ გახდეს ეფექტური და მოთხოვნადი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
შინაარსი:
- განწყობის თეორია
- ეკონომიკის 10 პრინციპი
- ბიზნეს პროცესი გაყიდვებში
- კლიენტების მოძიების არხები
- კომუნიკაცია
- მოლაპარაკების ხელოვნება;
- ეფექტური პრეზენტაცია;
- დროის მართვა
- ურთიერთობა საწყობთან და სერვისთან;
- დებიტორული დავალიენებების მართვა;
- კონტრაქტების მართვა;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვა;
- ეთიკა ბიზნესში
- კლიენტების პორტფელის მართვა;
- მომწოდებლები და პარნიორები;
- პროექტები და ტენდერები, MAF დოკუმენტი
- ფასწარმოქმნა, მარჟა, ფასნამატი;
- ადგილობრივი შესყიდვები და ლოჯისტიკა;
- B2B გვერდი, ინვოისის ფორმირება;
- გაყიდვების სტატისტიკა;
- გაყიდვების მენეჯერის ერთი სამუშაო დღე;
- Word, Excel – საჭირო ფუნქციების განხილვა;
- Power Point – საჭირო ფუნქციების განხილვა;
- Outlook – საჭირო ფუნქციების განხილვა;
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
როგორ გახდნენ საინტერესო კადრები დამსაქმებლისთვის. ასევე, როგორ შექმნან, განამტკიცონ და მართონ გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობები კლიენტებთან. გაზარდონ მათ რაოდენობა და გაყიდონ მეტი, რათა გამოიმუშაონ სოლიდური ბონუსი.