ჩვენი სერვისები – კონსალტინგი

თუ თქვენი ბიზნესი განვითარების პირველ საფეხურზეა, ან თუნდაც უკვე მიაღწიეთ გარკვეულ წარმატებას და არ გაკმაყოფილებთ მიღწეული შედეგი – ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერას, თქვენი ბიზნესი გახდეს მართვისადმი მეტად მოქნილი და ეფექტური, თანმდევი კონკურენციის პირობებში.


მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება

თუ თქვენ გეგმავთ თქვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას, გაქვთ ბაზრის ახალი გამოწვევები, გეგმავთ ახალი ბიზნესის დაწყებას, ბაზარზე ახალი ბრენდის წარდგენას ან კომპანიის რებრენდინგს და ან არ გყავთ მარკეტინგული გუნდი კომპანიის შიგნით ან გინდათ გააძლიეროთ არსებული გუნდი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება. ჩვენი სერვისები შეგვიძლია დავყოთ ძირითად ხუთ პუნქტად, რომლებიც თქვენი კომპანიის განვითარების ცალკეულ ეტაპზე ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ მიგვაღწევინებს კონკრეტული მაჩვენებლების დანერგვასა და გაუმჯობესებას… იხ. სრულად

 


HR პროცესების გამართვა

ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერი კადრისთვის, მნიშვნელოვანი და მამოტივირებელი კომპონენტია, თუ კომპანია მას შესთავაზებს კარიერული წინსვლისთვის გამჭვირვალე სქემას. ასევე, მუშაობის პროცესში მიუკერძოებლად შეაფასებს მის პირად კომპეტენციებს და მიღწევებს, წინასწარ დაგეგმილი სტანდარტების შესაბამისად. ამით, ორგანიზაცია ქმნის ჯანსაღ გარემოს, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია კვალიფიციური კადრების შექმნაზე და შენარჩუნებაზე. ამიტომ, ორგანიზაციამ თავიდანვე უნდა განსაზღვროს კადრებთან მიმართებაში სამოქმედო გეგმა, რადგან ადამიანური რესურსები – უპირველესი და უმნიშვნელოვანესი აქტივია კომპანიის გრძელვადიანი განვითარებისთვის… იხ. სრულად

 


შიდა სატრენინგო სისტემის შექმნა

იმისათვის, რომ თანამშრომლებს შევთავაზოთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალება, საჭიროა შეიქმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ასამაღლებლად აუცილებელი ტრენიგნების ჩატარებას. უპირატესობა ასეთი სისტემის ჩამოყალიბების არის შემდეგი: პირველი – გარედან მოყვანილი კადრის ნაცვლად, (რომელსაც უფრო დიდი ხელფასი უნდა შევთავაზოთ) ჩვენ გვეყოლება ადამიანი, ვინც უკვე იცის კომპანიის შიდა პოლიტიკა და მეორე – თანამშრომლებისთვის კარიერული და პროფესიული ზრდის შეთავაზებით ვზრდით მათ მოტივაციას და ლოიალობას კომპანიის მიმართ. რა შეგვიძლია ჩვენ შემოგთავაზოთ… იხ. სრულად

 


პერსონალის მომსახურების ხარისხის მისტიური კვლევა

იდუმალი კლიენტი არის  ადამიანი, რომელიც დაკვირვების განხორციელებამდე გაივლის სპეციალურ ტრენინგებს, რათა შემდგომ შეაფასოს ობიექტი, ან თანამშრომელი მომსახურების სტანდარტების მიხედვით. იდუმალი კლიენტი ირგებს ჩვეულებრივი მყიდველის როლს და მოქმედებს წინასწარ გაწერილი სცენარით. სცენარი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა დეტალებს, როგორიცაა: ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი, მოსმენის უნარი, უკმაყოფილების მოგვარების უნარი და ა.შ. ვიზიტის შემდეგ იდუმალი კლიენტი ავსებს წინასწარ მომზადებულ კითხვარს, რომელშიც დეტალურად აღწერს მომსახურების ხარისხის პარამეტრებს… იხ. სრულად

 


ვებ გვერდის დამზადება

Ციფრულ სამყაროში ბიზნესის კეთება ვებ გვერდის გარეშე წარმოუდგენელია. Მაშინ როდესაც, მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი იყენებს სხვადასხვა ციფრულ ხელსაწყოს, როგორებიცაა სმარტფონი, ტაბლეტი და კომპიუტერი, სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების მისაღებად. Პრეზენტაბელური და მარტივი ვებ გვერდი აადვილებს ინფორმაციის მოძიებას და ერთმანეთთან აახლოებს მომხმარებელსა და კომპანიას… იხ. სრულად