30
ნოე

0

ლიდერობის 6 გაკვეთილი აბრაამ ლინკოლნისგან

ლიდერების უმეტესი ნაწილი, თავიანთ კომპანიებსა და ბიზნესს, მართავენ ანონიმურად და ჩუმად. სხვებს კი უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვთ ან ჰქონდათ ბევრ ადამიანზე, თავისი საზოგადო ცნობადობის გამო: ისინი არიანმსოფლიო მასშტაბისლიდერები, როგორიც იყო ისეთი ლეგენდარული ადამიანი, რომელიცაა აბრაამ ლინკოლნი. ამერიკის მე-16 საუკუნის პრეზიდენტზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ლიდერობის გაკვეთილები, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ:

1 – ემოციური ინტელექტი და ემპათია

პრეზიდენტ ლინკოლნს ესმოდა მის ელექტორატთან კავშირის დამყარების მნიშვნელობა. პირველივე დღიდან იგი ცდილობდა მოეპოვებინა მათი პატივისცემა, ვინც მას იცნობდა და მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოქალაქეებს შეეძლოთ სტუმრებოდნენ მას ოფისში. ლიდერის ამოცნობა შეიძლება მისი ემოციური ინტელექტის და სხვების მიმართ ემპათიის დონის მიხედვით. არც ერთი ლიდერი არ დაბადებულა ლიდერად. სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც გენერლები ან გუბერნატორები იყვნენ, ლინკოლნს არ ჰქონდა გუნდის მართვის გამოცდილება და ამის მიუხედავად მისი ლიდერობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მნიშვნელოვანია მენეჯმენტის უნარებზე მუშაობა და სერიოზული თამაშების და თამაშებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის დახმარებით შესაძლებელია უნარების განვითარება ვარჯიშისა და სიმულაციის საშუალებით. კომპანია Gamelearnმა შექმნა სასწავლო ვიდეო თამაში Pacific, სადაც შესაძლებელია ლიდერობაშის უნარის დახვეა.

2 – კომუნიკაცია

ლინკოლნის წარმატება უმეტეს წილად გამოწვეული იყო სხვებთან მისი კომუნიკაციის და კავშირის უნარით. აშშის იკონური პრეზიდენტი განთქმული მთხრობელი, ვისაც შეეძლო თავისი აუდიენციის ჩათრევა თავის მონაყოლ ამბებში და მისი პროექტების ხედვებში. იმისთვის, რომ იყო ლიდერი, არსებითად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგ მოსაუბრედ ჩამოყალიბება და ცოდნა იმისა, თუ როგორ გადმოსცე მესიჯები ნათლად.

3 – სოციალური უნარები

ემპათიის და ემოციური ინტელექტის გარდა, სხვა ადამიანებთან შერევის უნარი არის კარგი ლიდერის და მათი გუნდის გაძღოლის და დარწმუნების უნარის მახასიათებელი ნიშანი. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ლინკოლნმა შექმნა იმ პოლიტიკური კონკურენტებისგან შემდგარი კაბინეტი, ვისიც მას სწამდე. ძლიერმა ლიდერმა იცის, როდის დაეყრდნოს სხვებს და შეუძლია თავისი გუნდის წარმატება თავის წარმატებაზე მნიშვნელოვნად აღიაროს.

4 – მოტივაცია

მოტივაცია სავარაუდოდ, ლიდერობის ყველაზე დამახასიათებელი გაკვეთილია. პროექტის მიმართ ენთუზიაზმის გაზიარება და გავრცელება არსებითად მნიშვნელოვანია გუნდის მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად და ამოცანების და მიზნების მისაღწევად ერთად მუშაობისთვის. ლინკოლნი თავის პრინციპებს ყოველთვის ნათლად წარმოაჩენდა და ცდილობდა დაენერგა ისინი პრაქტიკაში, თავისი კარიერის განმავლობაში.

5 – ნდობის სტიმულირება

ლიდერი ვერ იქნება ნამდვილი ლიდერი, თუ მას არ შეუძლია პოზიტიური მესიჯის ჩამოყალიბება. ბოლოდროინდელ ფილმში ლინკოლნზე, რომლის რეჟისორი სტივენ სპილბერგია, პირველი ლედი თავის ქმარს ეუბნება: „არავინ უყვარს ხალხს ისე ძლიერ, როგორც შენ. არ გაფლანგო ეს ძალა!“ აბრაამ ლინკოლნმა გაითვალისწინა ეს რჩევა და ყოველთვის ცდილობდა, ოპტიმისტური დამოკიდებულებით მოეხდინა ამომრჩევლებში ნდობის სტიმულირება.

6 – კრიტიკის და რჩევის მიღება

ლინკოლნი იყო პოლიტიკოსი, რომელიც იყო ღია, კრიტიკის და დებატების მიმართ. მან თავისი ლიდერობა გაამყარა იმ დროინდელ ამერიკის საზოგადოებასთან დიალოგის გზით და სხვის აზრს იყენებდა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად და თავისი საზოგადო იმიჯის გასაუმჯობესებლად. აშშის პრეზიდენტი იღებდა რჩევას მაგრამ ასევე მიყვებოდა საკუთარ ინსტინქტსაც, როდესაც ის თვლიდა, რომ ის იყო ბრძნული. უკუკავშირის მიღება აუცილებელია, სოციალური და ხალხთან ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარების განსავითარებლად.

წყარო: Game-learn.com

თარგმნა: დავით ბარბაქაძემ