22
ივნ

0

4 საიმედო გზა თქვენი თვითშემეცნების გასაზრდელად

კარგ ლიდერებს ხშირად აღიქვამენ როგორც გარეგნულ პიროვნებებს – რომლებიც ახდენენ სხვებთან კომუნიკაციას და გავლენას მათზე, როდესაც ისინი ორგანიზაციას წარმატებისკენ უძღვებიან.

კომუნიკაცია და გავლენა ლიდერობის 4 ფუნდამენტალური უნარების გარეგანი მხარეებია, ხოლო მოქნილობა სწავლებისადმი და თვითშემეცნება კი უფრო მეტად შინაგანი.

ამ 4 უნარიდან თვითშემეცნება შეიძლება ყველაზე რთულად გასაგები იყოს, მაგრამ ის ასევე მოქმედებს როგორც ფუნდამენტი, თქვენი სხვა ლიდერული უნარების განვითარებისთის.

ლიდერის ეფექტურობა შეიძლება შეიზღუდოს ან გაძლიერდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად ესმის ლიდერს საკუთარი თავის, რამდენად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ სხვები მას და როგორ მართავს შედეგად მიღებულ ურთიერთკავშირებს.

 

გაზარდეთ თქვენი თვითშემეცნება 4 ძირითადი გზით

თვითშეგნება აქვს 4 ასპექტ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ლიდერებისათვის:

  • ლიდერული სიბრძნეეს არის გამჭრიახობა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოწვევების წინაშე.
  • ლიდერული იდენტობა. ეს არის ის, ვინც თქვენ ხართ თქვენს ამჟამინდელ პროფესიულ და პიროვნულ კონტექსტში.
  • ლიდერული რეპუტაცია.ეს არის ის, თუ როგორ აღგიქვამებნ სხვები როგორც ლიდერს, თქვენი ამჟამინდელი და წინა ქცევებიდან გამომდინარე.
  • ლიდერული ბრენდი. ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფით და თქვენი მოქმედებები, მისიის მხარდასაჭერად.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული კომპონენტი, რათა უფრო მეტი წარმატების მისაღწევად განავითაროთ საკუთარი თვითშემეცნება.

 

ლიდერული სიბრძნე

საუკეთესო ლიდერებს აქვთ გაკვეთილების და ამბების ჭარბი რაოდენობა, რომელთაც შეიძლება მოუხმონ გამოწვევების დროს. ესენი სპონტანურად კი არ წარმოიქმნება, არამედ უწყვეტი პრაქტიკის შედეგია.

ლიდერული სიბრძნის განვითარების გზა არის – გამონახოთ დრო, აირეკლოთ თქვენი გამოცდილება. ეს მოიცავს მრავალი პერსპექტივიდან თქვენი გამოცდილების გადახედვას, „ზედაპირის არეკვლას”, წარსული ქმედებებისა და ქცევის დასადგენად და „ღრმა არეკვლის” პრაქტიკას ძირითადი რწმენისა და დაშვებების შესასწავლად.

ეს არეკვლა უნდა გაკეთდეს მუდმივად და განმეორებით, და კარგი ლიდერები ხშირად უბრუნდებიან იმავე გამოცდილებას არაერთხელ, რომ ზრდასთან ერთად ახალი ხედვები გამოიმუშავონ.

 

ლიდერული იდენტობა

თქვენი ლიდერული იდენტობა ან სოციალური იდენტობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხელმძღვანელობთ, მიუხედავად იმისა, იცით თუ არა ეს. ჩვენს მრავალფეროვან, გლობალურ ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკულია საკუთარი პიროვნების გაგება და ის, თუ როგორ აყალიბებს ის სხვებთან ურთიერთობას.

თქვენი ლიდერული იდენტობა აღიქვით როგორც 3 კონცენტრული რგოლი (რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ფარავდეს).

გარე რგოლში მოცემულია თქვენი იდენტობა – ის მახასიათებლები, რომელსაც ვერ ირჩევთ. ეს ბუნებრივი თვისებები მოიცავს ასაკს, ეროვნებას, რასას, ზოგიერთ ფიზიკურ მახასიათებელს და ა.შ.

მეორე რგოლი არი თქვენი არჩეული იდენტობა. ეს თვისებები აღწერს თქვენს სტატუსს, თვისებებს, რომლებსაც აკონტროლებთ და უნარებს. არჩეულ იდენტობაში საერთო ატრიბუტებია თქვენი საქმიანობა, პოლიტიკური კუთვნილება და ასევე ჰობი.

ყველაზე შიდა როლი არის თქვენი მთავარი იდენტობა. ეს ის თვისებებია, რაც თქვენ უნიკალურს გხდით; ზოგი შეიძლება თქვენი ცხოვრების მანძილზე შეიცვალოს, ხოლო ზოგი კი უცვლელი რჩება. აქ შედის ქცევები, ღირებულებები და შეხედულებები.

საკუთარი ლიდერული იდენტობის ცოდნა დაგეხმარებათ სხვებთან საერთო ენის გამონახვაში, რაც უფრო მჭიდრო ურთიერთობებს აყალიბებს ან ამცირებს გაუგებრობების ალბათობას კრიტიკული კომუნიკაციების დროს.

ლიდერული რეპუტაცია

თქვენი ლიდერული რეპუტაცია არის ის, თუ რას ფიქრობენ თქვენზე, როგორც ლიდერზე. თქვენი ლიდერული რეპუტაციის გაცნობიერება დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება სხვებმა მიერ აღგიქვან და განგსაჯონ. იმის ცოდნა, თუ როგორ აღგიქვამენ, გააძლიერებს სხვებთან კომუნიკაციისა და მათზე გავლენის შესაძლებლობას.

იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენი ლიდერული რეპუტაცია, დასვით შეკითხვები თქვენს მიერ დამკვიდრებულ რეპუტაციასთან დაკავშირებით, შეეცადეთ დაინახოთ თქვენი ქცევა ისე, როგორც სხვები ხედავენ მას და შეამოწმოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი რეპუტაცია თქვენს ღირებულებებს და სასურველი ლიდერულ ბრენდს.

ლიდერული ბრენდი

საიდან იციან ადამიანებმა, თუ როგორი ლიდერობა შეგიძლიათ და როგორ ახერხებთ მის კომუნიკაციას? სწორედ ეს არის თქენი ლიდერული ბრენდი – ლიდერული თვისებების და ქცევების სასურველი ნაკრები.

თქვენი ლიდერული ბრენდის გაგება – როგორ გსურთ რომ აღგიქვან – საშუალებას გაძლევთ იმოქმედოთ ამ წარმოდგენების პოზიტიური, ავთენტური გზით შესაცვლელად.

თქვენმა ლიდერულმა ბრენდმა უნდა დაადგინოს თქვენი უნიკალური ძლიერი მხარეები, მოახდინოს მათი კომუნიკაცია სხვებთან, უზრუნველყოს თანმიმდევრული გამოცდილება, რომელიც დააკმაყოფილებს სხვების მოლოდინს თქვენდამი და გამოხატავს იმას, რაც არ არის გამოხატული.

აქ მთავარია ზედაპირზე გამოიტანოთ თქვენი უდიდესი შინაგანი სიძლიერე, ასევე დარწმუნდეთ, რომ მოახდენთ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, ვისაც შეხვდებით თქვენი ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ. ძლიერი ლიდერული ბრენდის შემუშავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითშეცნობის უნარი გაქვთ – თქვენ უნდა იცოდეთ როგორია თქვენი ლიდერული რეპუტაცია და გქონდეთ მოფიქრებული გეგმა მისი გაძლიერებისათვის, თქვენი ლიდერული მისწრაფებების გასაზრდელად.

იმ ლიდერებს, რომლებიც მუშაობენ ამ 4 საკითხის მიხედვით, მაღალი თვითშემეცნება მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანს.

 

წყარო: www.ccl.org

თარგმანი: დავით ბარბაქაძის

კომენტარები